ქედი

გეოგრაფიული არეალი, რომელიც შეიცავს რამდენიმე გეოლოგიურად დაკავშირებულ მთას From Wikipedia, the free encyclopedia

ქედი
Remove ads

ქედი, მთიანი ქედი — დედამიწის ზედაპირის დიდი ამოზიდული ფორმა, მთების ერთობლიობა, რომელსაც აქვს გრძივი განფენილობა და მკაფიოდ გამოხატული თხემი, ერთიანი წყალგამყოფი ხაზის სახით, რომლის გასწვრივ განლაგებულია მნიშვნელოვანი მწვერვალები, და ფერდობები, რომლებიც ურთიერთსაწინამღდეგოდ არიან მიმართულნი. როგორც წესი, ქედი შედის მთიანეთის შემადგენლობაში. ქედის სიმაღლე, სიგრძე და ფორმა დამოკიდებულია მის წარმოშობაზე, განვითარების ისტორიასა და ფენების ლითოგრაფიულ შემადგენლობაზე.

Thumb
ჰიმალაი, მსოფლიოს უდიდესი ქედი. სურათი გადაღბულია კოსმოსიდან
Remove ads

საქართველოს მნიშვნელოვანი ქედები

ქედი მაქს. სიმაღლე (მ) მწვერვალი
1 კავკასიონი 5203 შხარა
2 ხოხის ქედი 5047 მყინვარწვერი
3 პირიქითი ქედი 4493 თებულოსმთა
4 ყუროს ქედი 4091 ყურო
5 სვანეთის ქედი 4009 ლაჰილი
6 ლეჩხუმის ქედი 3580 სამერცხლე
7 გერმუხის ქედი 3339 მანგაავცაგი
8 კოდორის ქედი 3313 ხოჯალი
9 სამსრის ქედი 3301 დიდი აბული
10 გაგრის ქედი 3295 აგეფსთა
11 ლიხის ქედი 2471 რიბისი

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads