ლევ ლოპატინსკი
რუსი პედაგოგი, იურისტი, ფილოლოგი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი. / From Wikipedia, the free encyclopedia
ლევ (ლეო) გრიგორის ძე ლოპატინსკი (რუს. Лев Григорьевич Лопатинский; დ. 6 (18) იანვარი[1], 1842, დაბა დოლინო, გალიცია — გ. 21 აგვისტო[2], 1922, ბაქო) — უკრაინელი პედაგოგი, ლინგვისტი, ფილოლოგი, ფოლკლორისტი, ეთნოგრაფი, იბერიულ-კავკასიურ ენათა მკვლევარი, სახელმწიფო მრჩეველი. 1901 წლიდან მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიის განყოფილების დამფუძნებელი და მისი უცვლელი თავმჯდომარე, ხოლო 1921 წლიდან საპატიო თავმჯდომარე. 1921 წლიდან მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების ბაქოს განყოფილების თავმჯდომარე. 1914 წლიდან რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების საპატიო წევრი. 1922 წელს დაბადებიდან 80 წლის თავზე ბაქოს უნივერსიტეტმა მიანიჭა კავკასიის ენათმეცნიერების დოქტორის ხარისხი — honoris causa. მისი საერთო რედაქტორობით გამოვიდა შრომათა კრებულის ხუთი ტომი („Сборник материалов для описания местностей и племён Кавказа“).
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლოპატინსკი. |
ლევ ლოპატინსკი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 6 (18) იანვარი, 1842 |
დაბ. ადგილი | დოლინა |
გარდ. თარიღი | 21 აგვისტო, 1922(1922-08-21) (80 წლის) |
გარდ. ადგილი | ბაქო |
მოქალაქეობა |
ავსტრიის იმპერია ავსტრია-უნგრეთის იმპერია რუსეთის იმპერია რუსეთის რესპუბლიკა რსფსრ |
საქმიანობა | ენათმეცნიერი და ეთნოგრაფი |
ალმა-მატერი | კარლის უნივერსიტეტი |
ნათესავ(ებ)ი | Yaroslav Lopatinskyi |