კარლის უნივერსიტეტი (პრაღა)
From Wikipedia, the free encyclopedia
კარლის უნივერსიტეტი პრაღაში, ასევე, შემოკლებით კარლის უნივერსიტეტი ან პრაღის უნივერსიტეტი (ჩეხ. Univerzita Karlova; ლათ. Universitas Carolina) — უძველესი, უდიდესი და ყველაზე პრესტიჟული ჩეხური უნივერსიტეტია და ასევე ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია ევროპაში, დაფუძნდა რა 1340-იან წლებში.
Univerzita Karlova[1] [2] | |
---|---|
დაფუძნდა | 7 აპრილი, 1348 |
ატარებს სახელს | კარლ IV |
დამფუძნებელი (-ები) | კარლ IV |
ტიპი | საჯარო უნივერსიტეტი, research institution[3] და გამომცემლობა |
რექტორი | Milena Králíčková |
სტუდენტი | 49 508[4] |
მდებარეობა | პრაღა |
ქვეყანა | ჩეხეთი[2] |
კავშირები | Coimbra Group, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[5] , CESNET, Alliance 4EU+, European Alliance for Social Sciences and Humanities[6] , ORCID[7] , Association of Libraries of Czech Universities[8] და Coalition for Advancing Research Assessment[9] |
აფილაცია | Coimbra Group |
https://cuni.cz |
როგორც პირველი უნივერსიტეტი ცენტრალურ ევროპაში იგი ამ რეგიონის მრავალ მწიგნობარს იზიდავდა, ძირითადად, მეზობელი საღვთო რომის იმპერიის გერმანული მიწებიდან, რომლის დედაქალაქი იმხანად პრაღა იყო, და შესაბამისად, გერმანიაში ხშირად ის მოიხსენიება, როგორც პირველი გერმანული უნივერსიტეტი (Karlsuniversität), მიუხედავად იმისა, რომ პირველი უნივერსიტეტი გერმანულენოვან სამყაროში ვენაში დაარსდა (1365), ხოლო პირველი უნივერსიტეტი თანამედროვე გერმანიის ტერიტორიაზე კი — ჰაიდელბერგში (1386).
შანხაის ჯიაო ტონგის უნივერსიტეტის მიერ წარმოებული ყოველწლიური გამოკვლევის თანახმად, მსოფლიო უნივერსიტეტების თანამედროვე აკადემიური რანგით პრაღის უნივერსიტეტი წამყვანია არა მხოლოდ ჩეხეთის რესპუბლიკაში, არამედ სრულიად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში უნგრეთის სცეგედის უნივერსიტეტთან ერთად.