![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e8/%25D0%259B%25D0%25B5%25D0%25BE%25D0%25BD%25D0%25B8%25D0%25B4_%25D0%25AF%25D1%2580%25D0%25BC%25D0%25BE%25D0%25BB%25D1%258C%25D0%25BD%25D0%25B8%25D0%25BA_Direct_Line_with_Vladimir_Putin_%25282014-04-17%2529_17.jpeg/640px-%25D0%259B%25D0%25B5%25D0%25BE%25D0%25BD%25D0%25B8%25D0%25B4_%25D0%25AF%25D1%2580%25D0%25BC%25D0%25BE%25D0%25BB%25D1%258C%25D0%25BD%25D0%25B8%25D0%25BA_Direct_Line_with_Vladimir_Putin_%25282014-04-17%2529_17.jpeg&w=640&q=50)
ლეონიდ იარმოლნიკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლეონიდ იარმოლნიკი (დ. 22 იანვარი, 1954) — საბჭოთა და რუსი თეატრისა და კინოს მსახიობი, პროდიუსერი, ტელე და რადიო წამყვანი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე.
ლეონიდ იარმოლნიკი | |
---|---|
![]() ლეონიდ იარმოლნიკი | |
დაბადების თარიღი |
22 იანვარი, 1954 (1954-01-22) (70 წლის) პოგრანიჩნი, პრიმორიეს მხარე, რსფსრ, სსრკ |
ეროვნება | რუსი |
მოქალაქეობა |
![]() ![]() ![]() ![]() |
დაიბადა სოფელ პოგრანიჩნიში, პრიმორიეს მხარეში. ბავშვობა და ყრმობა გაატარა ქალაქ ლვოვში. 1976 წ. დაამთავრა მოსკოვის ბ.შჩუკინის სახელობის თეატრალური სასწავლებელი. 1976-1984 წწ. იყო თეატრის („ტაგანკაზე“) მსახიობი, პარალელურად იღებდნენ ფილმებში. მონაწილეობდა კინოჟურნალებში „ფითილი“, „ერალაში“. ახმოვანებდა მულტიპლიკაციურ ფილმებს. 90-იან წლებში საბჭოთა რადიოში მიჰყავდა „ლეონიდ იარმოლნიკის შოუ“, ტელევიზიაში იყო სხვადასხვა გადაცემების წამყვანი: „ელ-კლუბი“, „პორტი ბოიარდი“(რუსული ვერსია), „ოქროს ციებ-ცხელება“ და სხვ. იყო „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ ჟიურის წევრი. 2014 წლიდან არის შოუ „ერთი-ერთში“ ჟიურის წევრი. 1997 წლიდან სტომატოლოგიური კლინიკა „დენტალ-არტის“ თანამფლობელია (ანდრეი მაკარევიჩთან და ლეონიდ იაკუბოვიჩთან ერთად)[2].