ლიჭადის უღელტეხილი
უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და ყაბარდო-ბალყ / From Wikipedia, the free encyclopedia
ლიჭადის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3700 მ. აკავშირებს მდინარე ენგურის აუზს მდინარე ჩეგემის აუზთან. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლიჭადი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები ლიჭადის უღელტეხილი ...
ლიჭადის უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 43°09′10″ ჩ. გ. 42°54′23″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ყაბარდო-ბალყარეთი |
სიმაღლე | 3700 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
აკავშირებს | ენგურის აუზს ჩეგემის აუზთან |
ლანდშაფტი | ნივალური |
დახურვა