From Wikipedia, the free encyclopedia
ლუჟიცის კულტურა (გერმ. lausitzer Kultur, პოლ. kultura łużycka) — ბრინჯაოს და ადრეული რკინის ხანების არქეოლოგიური კულტურა (ძვ. წ. XII–IV სს.), გავრცელებულია აღმოსავლეთ გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის და დასავლეთ უკრაინის (პოლესიე და ვოლინი) ტერიტორიაზე.[1] სახელწოდება მიიღო ისტორიული ოლქის - ზედა ლუჟიცა და ქვედა ლუჟიცა გამო, სადაც პირველად იქნა ნაპოვნი ლუჟიცის კულტურის სამაროვნები და დასახლებები.[2]
გენეტიკურად დაკავშირებულია ტშინეცკის და უნიტეცკის [3] კულტურებთან და შემდეგ ევოლუცირდება პშევორის კულტურად.
მკვლევარების ერთი ნაწილი თვლის, რომ ლუჟიცის კულტურის ხალხები ლაპარაკობდნენ კელტურ-იტალიური ჯგუფის ენებზე[4]. ასე მაგალითად აკადემიკოსი სედოვი ამტკიცებდა რომ, ლუჟიცის პშევორამდელი პოლონური დასახლება იყო კელტური[5]. სხვები მათ გერმანელებად მიიჩნევენ, და არავითარ სლავებად[6]. მესამენი კი თვლიან რომ, ისინი იყვნენ ილირიელების წინაპრები[7] ან კელტ-ილირიელებად[8].
სხვადასხვაგვარი კვლევების შედეგების შეჯამების საფუძველზე აკადემიკოსი ბ.ა.რიბაკოვი აცხადებს: «ლუჟიცის კულტურა იყო, როგორც ჩანს, მრავალეთნიკური კომპლექსი, რომელმაც მოიცვა წინასლავების ტომების ნახევარი, წინაგერმანული ტომების ნაწილი და იტალიურ-ილირიული ტომების რაღაც ნაწილი სამხრეთში, სადაც ბრინჯაოს ჩამოსხმის საქმე მაღალ დონეზე იდგა».[9]. სადაც მან სამართლიანად აღნიშნა, რომ «ლუჟიცის ერთობას მეცნიერები უწოდებენ ვენეტურს (ვენედური), ძველი ტომების ჯგუფის სახელის მიხედვით, რომელიც ერთ დროს ფართოდ იყო გავრცელებული ცენტრალურ ევროპაში. დასავლეთ წინასლავების შესვლა ამ დროებით გაერთიანებაში და მათი მნიშვნელობა ლუჟიცის შიდა ერთობაში თვალსაჩინოა იქიდან, რომ ადრეულ შუა საუკუნეებში ვენეტებს თვლიდნენ სლავების წინაპრებად და მათ იმ სლავებთან აიგივებდნენ რომლებიც დარჩნენ თავიანთ ადგილებზე, რომლებმა არ მიიღეს მონაწილეობა მიგრაციაში სამხრეთით». ახლა ეს ვერსია იღებს სხვადასხვაგვარ არქეოლოგიურ, ლინგვისტურ, გენოეთნიკურ და სხვა მეცნიერულ მტკიცებულებებს. [10]
დასახლებები შედგებოდა ბოძებიანი სახლებისაგან, რომელთა კედლები შეადგენდნენ ვერტიკალურ ბოძებს წნულებით, რომელზეც წასმული იყო თიხა, ან დაფარული იყო დაფებით.
სამაროვნები წარმოდგენილია როგორც კრემაციული სასაფლაო ურნები[11].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.