მაისტისმთა
მთა საქართველო რუსეთის საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში და ჩეჩნეთში / From Wikipedia, the free encyclopedia
მაისტისმთა, მაისტისმაღალი (რუს. Маистисмта) — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ჩეჩნეთი) საზღვარზე, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილოეთით გვერდით ქედზე, არღუნის სისტემის მდინარეების ანდაქის, ბლუხაფეღისა და მაისტიხის წყალგამყოფზე, სიმაღლე ზღვის დონიდან 4081 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. მაისტისმთის უმეტესი ნაწილი კლდოვანია. აქვს ორი მყინვარი. კალთების ქვემო ნაწილში ალპური მდელოებია. პირველი საბჭოთა ასვლა განხორციელდა 1939 წელს.
სწრაფი ფაქტები მაისტისმთა ...
მაისტისმთა | |
---|---|
მაისტისმთა | |
კოორდინატები: 42°36′21″ ჩ. გ. 45°17′07″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | მცხეთა-მთიანეთის მხარე ჩეჩნეთი |
სიმაღლე | 4081 მ |
ქედი | თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი |
პირველი ასვლა | 1939 |
სურათები ვიკისაწყობში |
დახურვა