![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/ea/Catalan_Atlas_BNF_Sheet_6_Mansa_Musa.jpg/640px-Catalan_Atlas_BNF_Sheet_6_Mansa_Musa.jpg&w=640&q=50)
მანდინკა
From Wikipedia, the free encyclopedia
მანდინკა ასევე მანდენკა, მანდინკო, მანდინგო და მალინკე[8] — დასავლეთ აფრიკის ეთნიკური ჯგუფი. მანდინკას ხალხი მალის იმპერიის შთამომავლები არიან, რომლის აღმავლობის ხანა XIII საუკუნეში სუნდიატა კეიტას მმართველობის დროს იყო.
მანდინკა | |
---|---|
![]() მუსა I-ის მექაში ვიზიტი, (1324).[1] | |
საერთო მოსახლეობა | |
35 მილიონი, (1996).[2] | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
![]() |
714,000 (42%)[3] |
![]() |
3,063,431 (28%)[4] |
![]() |
7,638 988 (50%) |
![]() |
5,123,420 (21%)[5] |
![]() |
1,984,200 (15%) |
![]() |
208,180 (13%)[6] |
![]() |
306,900 (10%) |
![]() |
465,813 (8%) |
![]() |
245,300 (7.4%) |
![]() |
687,822 (7%)[7] |
![]() |
65,000 |
![]() |
30,000 |
![]() |
11,000 |
![]() |
5,300 |
ენები | მანდინკა, მანინკა, კასონკე, კიტა-მანინკა, ინგლისური, ფრანგული, პორტუგალიური, არაბული. |
რელიგიები | ისლამი (99%), ანიმიზმი. |
მანდინკა არის უფრო დიდი ენობრივი ჯგუფის მანდეს ნაწილი. მანდეს ჯგუფში ასევე შედიან: დიულა, ბოზო, ბისა და ბამბარა. მანდინკას ხალხმა სხვა იმპერიებისგან დამოუკიდებლობა XIII საუკუნეში მოიპოვა და შექმნეს საკუთარი მალის იმპერია. ისინი უკეთესი მიწების ძიებაში მდინარე ნიგერის დასავლეთით გადასახლდნენ, რასაც ფუტა-ჯალონის იმამატთან ფულა-ჯიჰადის სახელითაა ცნობილი კონფლიქი მოყვა. აფრიკაში მცხოვრები მანდინკების 99% არის მუსლიმი.
მანდინკას ხალხი ძირითადად ცხოვრობს დასავლეთ აფრიკაში, უმეტესად გამბიასა და გვინეაში სადაც ისინი მოსახლეობის უმეტესობას შეადგენენ.[9] ტრადიციულად მანდინკას ხალხი სოციალურ კასტებადაა დაყოფილი.[8] მათითემები არიან ავტონომიურები და იმარტება ბელადების ან უხუცესების მიერ. მანდინკას ხალხი შემდეგ თაობებს საკუთარ ისტორიას და დაგროვილ ცოდნას ზეპირსიტყვიერად გადასცემდა.[10]
XVI-XIX საუკუნეებში დიდი რაოდენობით მანდინკას ხალხის ამერიკაში მონებად გაყიდეს. ისინი იქ სხვა მონებს და მუშებს შეერივნენ და შექმნეს კრეოლური კულტურა. მათი შთამომავლები დღეს ცხოვრობენ კარიბებში, ბრაზილიაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში.[11]