From Wikipedia, the free encyclopedia
მანდინკა ასევე მანდენკა, მანდინკო, მანდინგო და მალინკე[8] — დასავლეთ აფრიკის ეთნიკური ჯგუფი. მანდინკას ხალხი მალის იმპერიის შთამომავლები არიან, რომლის აღმავლობის ხანა XIII საუკუნეში სუნდიატა კეიტას მმართველობის დროს იყო.
მანდინკა | |
---|---|
მუსა I-ის მექაში ვიზიტი, (1324).[1] | |
საერთო მოსახლეობა | |
35 მილიონი, (1996).[2] | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
გამბია | 714,000 (42%)[3] |
გვინეა | 3,063,431 (28%)[4] |
მალი | 7,638 988 (50%) |
კოტ-დ’ივუარი | 5,123,420 (21%)[5] |
ბურკინა-ფასო | 1,984,200 (15%) |
გვინეა-ბისაუ | 208,180 (13%)[6] |
მავრიტანია | 306,900 (10%) |
სიერა-ლეონე | 465,813 (8%) |
ლიბერია | 245,300 (7.4%) |
სენეგალი | 687,822 (7%)[7] |
საფრანგეთი | 65,000 |
განა | 30,000 |
ბენინი | 11,000 |
აშშ | 5,300 |
ენები | მანდინკა, მანინკა, კასონკე, კიტა-მანინკა, ინგლისური, ფრანგული, პორტუგალიური, არაბული. |
რელიგიები | ისლამი (99%), ანიმიზმი. |
მანდინკა არის უფრო დიდი ენობრივი ჯგუფის მანდეს ნაწილი. მანდეს ჯგუფში ასევე შედიან: დიულა, ბოზო, ბისა და ბამბარა. მანდინკას ხალხმა სხვა იმპერიებისგან დამოუკიდებლობა XIII საუკუნეში მოიპოვა და შექმნეს საკუთარი მალის იმპერია. ისინი უკეთესი მიწების ძიებაში მდინარე ნიგერის დასავლეთით გადასახლდნენ, რასაც ფუტა-ჯალონის იმამატთან ფულა-ჯიჰადის სახელითაა ცნობილი კონფლიქტი მოყვა. აფრიკაში მცხოვრები მანდინკების 99 % არის მუსლიმი.
მანდინკას ხალხი ძირითადად ცხოვრობს დასავლეთ აფრიკაში, უმეტესად გამბიასა და გვინეაში სადაც ისინი მოსახლეობის უმეტესობას შეადგენენ.[9] ტრადიციულად მანდინკას ხალხი სოციალურ კასტებადაა დაყოფილი.[8] მათითემები არიან ავტონომიურები და იმარტება ბელადების ან უხუცესების მიერ. მანდინკას ხალხი შემდეგ თაობებს საკუთარ ისტორიას და დაგროვილ ცოდნას ზეპირსიტყვიერად გადასცემდა.[10]
XVI-XIX საუკუნეებში დიდი რაოდენობით მანდინკას ხალხის ამერიკაში მონებად გაყიდეს. ისინი იქ სხვა მონებს და მუშებს შეერივნენ და შექმნეს კრეოლური კულტურა. მათი შთამომავლები დღეს ცხოვრობენ კარიბებში, ბრაზილიაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში.[11]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.