მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი
From Wikipedia, the free encyclopedia
მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი (გერმ. Maria Leopoldine von Österreich; დ. 22 იანვარი 1797, ვენა — გ. 11 დეკემბერი 1826, რიო-დე-ჟანეირო) — დაბადებიდან ავსტრიის ერცჰერცოგინია. გათხოვების შემდეგ ბრაზილიის იმპერატორის მეუღლე და პორტუგალიის დედოფალი.
სწრაფი ფაქტები მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი, ბრაზილიის 1-ლი იმპერატორის მეუღლე ...
მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი | |
---|---|
Maria Leopoldine von Österreich | |
ბრაზილიის 1-ლი იმპერატორის მეუღლე | |
მმართ. დასაწყისი: | 12 ოქტომბერი 1822 |
მმართ. დასასრული: | 11 დეკემბერი 1826 |
წინამორბედი: | კარლოტა ხოაკინა ესპანელი |
მემკვიდრე: | ამალია ლოიხტენბერგელი |
პორტუგალიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 10 მარტი 1826 |
მმართ. დასასრული: | 11 დეკემბერი 1826 |
წინამორბედი: | კარლოტა ხოაკინა ესპანელი |
მემკვიდრე: | ავგუსტ დე ბოარნე |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 22 იანვარი 1797 |
დაბ. ადგილი: | ვენა, საღვთო რომის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 11 დეკემბერი 1826 |
გარდ. ადგილი: | რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილიის იმპერია |
მეუღლე: | პედრუ I |
შვილები: |
მარია II, პორტუგალიის დედოფალი მიგელი ჟუანი ჟანუარია, აკულიის პრინცესა პაულა ფრანცისკა, იონვილის პრინცესა პედრუ II, ბრაზილიის იმპერატორი |
დინასტია: |
ჰაბსბურგები ბრაგანსის დინასტია |
მამა: | ფრანც II |
დედა: | მარია ტერეზა სიცილიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
დახურვა
მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი დაიბადა ქალაქ ვენაში. ის იყო იმპერატორ ფრანც II-ის და მისი მეორე ცოლის, მარია ტერეზა სიცილიელის ქალიშვილი. მის და-ძმებს შორის იყვნენ ავსტრიის იმპერატორი ფერდინანდ I და ნაპოლეონ ბონაპარტის მეორე ცოლი მარია ლუიზა ავსტრიელი.