მარკე
From Wikipedia, the free encyclopedia
მარკე (Marche) — რეგიონი იტალიის ცენტრალურ ნაწილში, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება ემილია-რომანიის რეგიონი და სან-მარინოს რესპუბლიკა, დასავლეთით — უმბრია, სამხრეთით — აბრუცი და ლაციო, აღმოსავლეთით კი ადრიატიკის ზღვა. გარდა მდინარის ხეობებისა და ძალიან ვიწრო სანაპირო ზოლისა, მისი ტერიტორია გორაკ-ბორცვიანია. XIX საუკუნეში, რეგიონის მთელი სანაპირო ზოლის გასწვრივ აშენდა ბოლონია-ბრინდიზის დამაკავშირებელი რკინიგზა. მარკეს შიდა, მთიანი ბუნება დღემდე თითქმის გაუვალია, გარდა რამდენიმე უხეში გზისა, რომლებიც უღელტეხილებზე გაივლის.
სწრაფი ფაქტები რეგიონი, ქვეყანა ...
რეგიონი | |||||
---|---|---|---|---|---|
მარკე Marche | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
ადმ. ცენტრი | ანკონა | ||||
შიდა დაყოფა | ანკონის პროვინცია, ასკოლი-პიჩენოს პროვინცია, ფერმოს პროვინცია, მაჩერატის პროვინცია და პეზარო და ურბინოს პროვინცია | ||||
კოორდინატები | 43°19′00″ ჩ. გ. 13°00′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Francesco Acquaroli | ||||
ფართობი | 9 366 კმ² | ||||
მოსახლეობა | 1 565 000 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 167,1 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
ოფიციალური საიტი | regione.marche.it | ||||
დახურვა