მარტინ იზრაილის ძე კაბაჩნიკი (რუს. Мартин Израилевич Кабачник; დ. 27 აგვისტო (9 სექტემბერი), 1908, ეკატერინბურგი, ახლანდ. სვერდლოვსკი — გ. 15 აპრილი, 1997, მოსკოვი) — საბჭოთა ქიმიკოსი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1958). სოციალისტური შრომის გმირი (1978). სკკპ წევრი 1957 წლიდან. 1931 წელს დაამთავრა მოსკოვის მე-2 ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტი. 1954 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ელემენტორგანული ნაერთების ინსტიტუტის ფოსფორორგანული ნაერთების ლაბორატორიის გამგე. მარტინ კაბაჩნიკის ძირითადი შრომები ეხება უმთავრესად ფოსფორორგანული ნაერთების ქიმიისა და ორგანული ქიმიის თეორიულ საკითხებს.[2][3] შექმნა ტაუტომერიული წონასწორობის რაოდენობრივი თეორია, აღმოაჩინა ტაუტომერიის, მ.შ. თავისუფალი რადიკალების ქიმიის (ე.წ. მოხეტიალე ვალენტობის მოვლენა, 1950–60-იანი წწ.) ახალი სახეები.[4]
სწრაფი ფაქტები მარტინ კაბაჩნიკი, დაბ. თარიღი ...
დახურვა
ლენინური (1974) და სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1946). დაჯილდოებულია ლენინის ორდენებით (1954, 1978),[4] სხვა ორდენებითა და მედლებით.[2]