ეკატერინბურგი
From Wikipedia, the free encyclopedia
ეკატერინბურგი (რუს. Екатеринбург) — მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეოთხე ქალაქი რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქის ცენტრი. მდებარეობს შუა ურალის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ისეტის (ტობოლის შენაკადი) ორივე ნაპირას. დიდი სატრანსპორტო კვანძი. მნიშვნელოვანი კულტურული და სამეცნიერო ცენტრი. 2018 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 1,468,833 ადამიანს.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ეკატერინბურგი Екатеринбург | |||||
ქალაქის ერთ-ერთი მონაკვეთი | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
ფედერაციის სუბიექტი | სვერდლოვსკისვერდლოვსკი (ოლქი) | სვერდლოვსკი | ||||
შიდა დაყოფა | Leninski district, Verch-Isetski district, Zheleznodorozhniy District, Ordzonikidsevski district, Kirovski district, Oktyabrski district და Chkalovski district | ||||
კოორდინატები | 56°50′00″ ჩ. გ. 60°35′00″ ა. გ. | ||||
მერი | ალექსანდრე ვისოკონსკი[1] | ||||
დაარსდა | 18 ნოემბერი, 1723 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1796 | ||||
ფართობი | 495[2] კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 237 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | რუსული ენა | ||||
მოსახლეობა | 1,468,833 კაცი (2018) | ||||
სიმჭიდროვე | 2,700 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+5, ზაფხულში UTC+6 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 343 | ||||
საფოსტო ინდექსი | 620xxx | ||||
საავტომობილო კოდი | 66, 96 და 196 | ||||
ოფიციალური საიტი | ekburg.ru | ||||
დახურვა
ეკატერინბურგი დაარსდა 1723 წლის 7 (18) ნოემბერს. ეწოდა ეკატერინბურგი (იმპერატორ ეკატერინე I-ის პატივსაცემად). XVIII საუკუნიდან გახდა ურალის სამთო-საქარხნო მრეწველობის ცენტრი. 1878 წელს რკინიგზით შეუერთდა ქალქ პერმს. 1924-1991 წწ. ეწოდებოდა სვერდლოვსკი.