მესამე კოალიციის ომი
From Wikipedia, the free encyclopedia
მესამე კოალიციის ომი, რუსეთ-ავსტრია-საფრანგეთის ომი – 1805 წელს მიმდინარე ომი ნაპოლეონ ბონაპარტის საფრანგეთსა და მის წინააღმდეგ შეკრულ კოალიციას შორის, რომელშიც ავსტრია, დიდი ბრიტანეთი და რუსეთი გაერთიანებულიყვნენ. ავსტრიისა და რუსეთის გაერთიანებული არმია საფრანგეთის საზღვრებში შეჭრას აპირებდა. თუმცა მანამდე, სანამ მიხეილ კუტუზოვის არმია გენერალ მაკის არმიას შეურთდებოდა, ნაპოლეონმა ავსტრიელებს შეუტია და ულმთან ისინი დაამარცხა. 21 ოქტომბერს ავსტრიელებმა კაპიტულაციას მოაწერეს ხელი. ულმის კამპანიას მოყვა ბრიტანელების წარმატება ზღვაში. 21 ოქტომბერს ვიცე-ადმირალმა ჰორაციო ნელსონმა გაანადგურა ესპანეთისა და საფრანგეთის ფლოტი ტრაფალგარის ბრძოლაში. ამით ბოლო მოეღო ნაპოლეონის ცდას გადაელახა ლა-მანშის სრუტე და შეჭრილიყო ბრიტანეთში. ბრიტანელების წარმატების მიუხედავად რუსეთის არმია გამოუვალ მდგომარეობაში იყო. მაკის არმიის განადგურების შემდეგ მათ უკან რუსეთისკენ დახევა დაიწყეს. მათ დაედევნა ნაპოლეონის არმიაც. რამდენიმე არიერგარდული ბრძოლის მეშვეობით, რუსეთის არმიამ ოლმიცისაკენ დაიხია, სადაც ისინი ავსტრიის ჯარებს და რუსეთიდან მოსულ გენერალ ბუქსგევდენის 50 000-იან არმიას შეუერთდნენ. 1805 წლის 2 დეკემბერს აუსტერლიცის ბრძოლაში კოზლიციური ჯარები დამარცხდნენ. ავსტრია ომიდან გამოვიდა და ხელი მოაწერა საფრანგეთთან სეპარატულ პრესბურგის ზავს. რუსეთის ჯარები გაიყვანეს რუსეთში.
მესამე კოალიციის ომი | |||
---|---|---|---|
ნაპოლეონის ომების ნაწილი | |||
ნაპოლეონ I აუსტერლიცის ბრძოლაში, ფრანსუა ჟერარის ნამუშევარი | |||
თარიღი | 1805 | ||
მდებარეობა | ევროპა, ტრაფალგარის კონცხი | ||
შედეგი | ანტი ნაპოლეონური კოალიციის დამარცხება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
მესამე კოალიციის ომი ვიკისაწყობში |
ომში მოკავშირეების დამარცხება არ ნიშნავდა ნაპოლეონის ომების დასასრულს. შემდეგ წელს საფრანგეთის წინააღმდეგ ახალი კოალიცია შეიკრა და დაიწყო მეოთხე კოალიციის ომი.