![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e6/Relief_locator_Map_of_Georgia.svg/langka-640px-Relief_locator_Map_of_Georgia.svg.png&w=640&q=50)
მესტიის უღელტეხილი
უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და ყაბარდო-ბალყ / From Wikipedia, the free encyclopedia
მესტიის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მწვერვალებს ულუთაუსა და სარიყოლს შორის. სიმაღლე ზღვის დონიდან 3750 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. წარმოადგენს ფართო თოვლ-ყინულიან ჩადაბლებას, რომელზეც ბევრი დახურული ნაპრალია. ლეხზირის მყინვარს (მდინარე ენგურის აუზი) აკავშირებს ადირსუს მყინვართან (მდინარე ბაქსანის აუზი).
სწრაფი ფაქტები მესტიის უღელტეხილი ...
მესტიის უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 43°10′42″ ჩ. გ. 42°51′02″ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ყაბარდო-ბალყარეთი |
სიმაღლე | 3750 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
აკავშირებს | ლეხზირის მყინვარს ადირსუს მყინვართან |
ამგებელი ქანები | პალეოზოური გრანიტოიდი |
დახურვა