From Wikipedia, the free encyclopedia
მეშარი (ალბ. Meshari) — პირველი ნაბეჭდი წიგნი ალბანური ენაზე. დღეისათვის შემორჩენილია მხოლოდ ერთადერთი ეგზემპლარი.
წიგნი, სავარაუდოდ, გამოიცა ვენეციაში 1555 წელს კათოლიკე ეპისკოპოსის გიონ ბუზუკუს მიერ. მეშარი აღმოაჩინეს 1740 წელს სკოპიეში. რამდენიმე ხნის შემდეგ მის შესახებ ცნობები დაიკარგა. მხოლოდ 1910 წელს იქნა აღმოჩენილი წიგნის ასლი კათოლიკე ეპისკოპოს ლუზი სკიროისთან. 1930 წელს გაკეთდა წიგნის ფოტოასლი და 1968 წელს იქნა გამოქვეყნებული სამეცნიერო კომენტარებით.
დღეისათვის წიგნის ორიგინალი ინახება ვატიკანის ბიბლიოთეკაში. ვატიკანის ეგზემპლაირი არ შეიცავს წიგნის ტიტულს და პირველ 16 გვერდს.
წიგნი წარმოადგენს კათოლიკური ლიტურგიის ძირითადი ნაწილის თარგმანს ალბანურ ენაზე. წიგნის ალბანური დასახელება წარმოადგენს ღვთისმეტყველების წიგნის - „Missale“-ს ლათინური დასახელებას.
წიგნი შეიცავს მთავარი კატოლიკური დღესასწაულების ჩამონათვალს, ლოცვებს, წმინდა ლიტანიებს, ნაწყვეტებს ბიბლიიდან და სამების კატეხიზმოდან. წიგნის მოცულობა შეადფენს 188 გვერდს. წიგნი დაწერილია ლათინიცაზე ალბანური ენის ჩრდილოეთ დიალექტზე სახეცვლილი კირილიცას ასოების გამოყენებით.
2005 წელს მეშარის 450 წლისთავის აღსანიშნავად მაკედონიის რესპუბლიკამ გამოუშვა საფოსტო მარკა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.