![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/8e/Mirko_Vucinic_2012_MNE.jpg/640px-Mirko_Vucinic_2012_MNE.jpg&w=640&q=50)
მირკო ვუჩინიჩი
From Wikipedia, the free encyclopedia
მირკო ვუჩინიჩი (კირილური: Mиpкo Bучинић, დ. 1 ოქტომბერი, 1983) — მონტენეგროელი ფეხბურთელი, ფორვარდი. თამაშობს იტალიის სერია A-ს კლუბ „იუვენტუსში“.
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | მირკო ვუჩინიჩი | ||
დაბადების თარიღი | 1 ოქტომბერი, 1983 (1983-10-01) (40 წლის) | ||
დაბადების ადგილი | ნიკსიჩი, სფრ იუგოსლავია | ||
სიმაღლე | 1.86 მ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | იუვენტუსი | ||
ნომერი | 9 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1998-1999 | სუტიესკა ნიკსიჩი | ||
1998-1999 | ლეჩე | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1999–2000 | სუტიესკა ნიკსიჩი | 9 | (4) |
2000-2006 | ლეჩე | 111 | (34) |
2006–2011 | რომა | 147 | (46) |
2011– | იუვენტუსი | 61 | (18) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2001 | სერბეთი და ჩერნოგორია | 3 | (30) |
2001 | მონტენეგრო | 0 | (14) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 25 მარტი 2013 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 25 მარტი 2013 |
ვუჩინიჩი ადრეულ ასაკში თამაშობდა მშობლიური ქალაქის – ნიკშიჩის გუნდში. მან ადრევე მიიპყრო საფეხბურთო კლუბ „ლეჩეს“ სპორტული დირექტორის, პანტალეო კორვინოს ყურადღება. ვუჩინიჩის ლეჩეში ტრანსფერი განხორციელდა 2000 წლის ზაფხულში. 2006 წლამდე ვუჩინიჩი თამაშობდა ლეჩეში სერია A-ში და სერია B-ში. შთამბეჭდავი იყო მისი 2004-05 წლების სეზონი, როდესაც 21 წლის ფეხბურთელმა გაიტანა 19 გოლი 28 მატჩში სერია A-ში.
ვუჩინიჩის სასტარტო სანაკრებო მატჩი შედგა სერბეთის 21-წლამდელთა ნაკრებში, ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ, სადაც მან სამი გოლი გაიტანა. მას ტრავმის გამო მოუწია 2006 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის გამოტოვება. სერბეთის და მონტენეგროს გაყოფის შემდეგ ვუჩინიჩმა თამაში არჩია მონტენეგროს ეროვნულ ნაკრებში. მან მონაწილეობა მიიღო 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის რამდენიმე მატჩში, სადაც გაიტანა ორი გოლი. ვუჩინიჩმა ასევე ორი გოლი გაიტანა 2012 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე.