მომხმარებელი:Mchad20/სილეზიის მესამე ომი
From Wikipedia, the free encyclopedia
სილეზიის მესამე ომი (გერმ. Dritter Schlesischer Krieg) — ომი პრუსიასა და ავსტრიას შორის (მის მოკავშირეებთან ერთად), რომელიც გაგრძელდა 1756 წლიდან 1763 წლამდე და დაადასტურა პრუსიის კონტროლი სილეზიის რეგიონზე (ამჟამად სამხრეთ-დასავლეთ პოლონეთში). ომი ძირითადად სილეზიაში, ბოჰემიასა და ზემო საქსონიაში მიმდინარეობდა და ჩამოყალიბდა შვიდწლიანი ომის ერთ-ერთი თეატრი . ეს ომი იყო ბოლო სამი სილეზიური ომიდან, რომელშიც იბრძოდა ფრიდრიხ დიდის პრუსია და მარია ტერეზას ავსტრია მე-18 საუკუნის შუა ხანებში. სამივე მათგანის შედეგი სილეზიაზე პრუსიის კონტროლის დამყარება იყო.
სილეზიის მესამე ომი | |||
---|---|---|---|
შვიდწლიანი ომისა და სილეზიის ომების ნაწილი | |||
პრუსიის კავალერიის წინსვლა ლეიტენის ბრძოლაში. | |||
თარიღი | 29 აგვისტო, 1756 – 15 თებერვალი, 1763 | ||
მდებარეობა | ცენტრალური ევროპა | ||
შედეგი | პრუსიის გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
|
ეს კონფლიქტი შეიძლება ჩაითვალოს გასული ათწლეულის პირველი და მეორე სილეზიური ომების გაგრძელებად. მას შემდეგ, რაც აიქს-ლა-ჩაპელის ხელშეკრულებამ დაასრულა ომი ავსტრიის მემკვიდრეობისთვის, ავსტრიამ გაატარა ფართო რეფორმები და შეცვალა თავისი ტრადიციული დიპლომატიური პოლიტიკა პრუსიასთან განახლებული ომის მოსამზადებლად. ისევე როგორც წინა სილეზიის ომების შემთხვევაში, კონფლიქტი არცერთ გამომწვევ მოვლენას არ დაუწყია; პირიქით, პრუსიის ოპორტუნისტული გათვლა იყო მოწინააღმდეგის გეგმების ჩაშლა. ომის ღირებულება სისხლსა და საგანძურში ორივე მხრისათვის მაღალი იყო, თუმცა ის უშედეგოდ დასრულდა მას შემდეგ, რაც არცერთ მთავარ მეომარ მხარეს აღარ შეეძლო კონფლიქტის "შენარჩუნება".
ომი დაიწყო პრუსიის შეჭრით საქსონიაში 1756 წლის შუა რიცხვებში და დასრულდა პრუსიის დიპლომატიური გამარჯვებით 1763 წლის ჰუბერტუსბურგის ხელშეკრულებით, რომელმაც დაადასტურა პრუსიის კონტროლი სილეზიაზე. ხელშეკრულებას არ გამოუწვევია ტერიტორიული ცვლილებები, თუმცა ავსტრია დათანხმდა პრუსიის სუვერენიტეტის აღიარებას სილეზიაში მარია ტერეზას ვაჟის, ერცჰერცოგ იოსების, საღვთო რომის იმპერატორად არჩევაში პრუსიის მხარდაჭერის სანაცვლოდ. კონფლიქტმა თავისი კვალი დააჩნია ავსტრია-პრუსიის ზოგად მეტოქეობას, რაც, თავისდაუნებურად, ისახებოდა გერმანიის პოლიტიკაზე საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში. ომმა მნიშვნელოვნად გააძლიერა პრესტიჟი პრუსიისა, რომელმაც მოიპოვა ზოგადი აღიარება, როგორც მთავარი ევროპული ძალა, და, ასევე, პრესტიჟი ფრიდრიხისა, რომელიც, აწ უკვე, აღიქმეოდა დიდი რეპუტაციის მქონდე გამორჩეულ სამხედრო წინამძღვრად.