მოქცევითი ენერგია
From Wikipedia, the free encyclopedia
მოქცევითი ენერგია — ენერგიის განახლებადი[1] წყარო, ჰიდროელექტრული ძალის ერთ-ერთი ტიპი, რომელიც წყლის მიქცევ-მოქვევის ენერგიას ელექტროობად ან რაიმე სხვა სახის ძალად გარდაქმნის. მისი მიღება ხდება დედამიწის, მზისა და მთვარის ურთიერთშეთანხმებული მოძრაობით, რომლებიც ერთმანეთთან გრავიტაციული ძალებით კონტაქტობენ, ვინაიდან წყლის დონის პერიოდული ზრდა, დედამიწის ბრუნვა და მზისა და მთვარის გრავიტაციული მიზიდულობა ოკეანის ტალღებს იწვევს. მოქცევით სადგურებში გამომუშავებული ენერგია გამოირჩევა არანაირი სახის სათბურის აირის გამოყოფით, მცირე ზომის დაკავებით (მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური სადგური, რომელიც სამხრეთ კორეაში, სიხუას ტბაზე მდებარეობს, მხოლოდ 12.5 კმ-ს იკავებს მაშინ, როდესაც ქარის ენერგიის ფერმა ტეხასში 400 კვ კმ-ს, ფაულერის ხიდზე 202.3 კვ. კმ-ს, ხოლო მზის პანელები ტენგერის უდაბნოში, ჩინეთში 43 კვ. კმ-ს, რაჯასტანში კი 45 კვ. კმ-ს ფარავს) და წინასწარი გამოთვლების დამყარების შესაძლებლობით (იქიდან გამომდინარე, რომ ციური სხეულების გრავიტაცია ჯერჯერობით მუდმივია და ახლო მომავალში გაჩერებას არ აპირებს, ხოლო მზის პანელების შემთხვევაში ბევრად უფრო რთულია იმის წინასწარ განჭვრეტა მზე როდის, რა სიმძლავრით და რამდენი ხანი იქნება ამოსული, ხოლო ქარის ენერგიასთან დაკავშირებით იმის, თუ ქარი საიდან საით დაუბერავს და როგორი სიმძლავრით). იქიდან გამომდინარე, რომ მოქცევითი ენერგიის განვითარება ჯერ კიდევ ადრეულ სტადიაზეა, გამომუშავებული ენერგიის რაოდენობა ძალიან მცირეა. პირველი მოქცევითი ენერგიის სადგური საფრანფეთში, ლა რანსეში გაიხსნა, ხოლო ყველაზე დიდი - სიხუას ტბის მოქცევითი ენერგიის სადგური სამხრეთ კორეაში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ა.შ.შ-ს ტერიტორიაზე არც ერთი სადგურია, მხოლოდ ადგილები, სადაც მათი აშენებაა შესაძლებელი რეალურ ფასად, გარემოზე მძიმე ზეგავლენიდან და გარანტირებული მოგებული თანხის არქონიდან გამომდინარე, თუმცა ა.შ.შ-ს ინჟინრები მოქცევითი ენერგიის სადგურების განვითარებაზე მაინც მუშაობენ, რაც მოიცავს ნაკლებ საფრთხეს ეკოსისტემისთვის და ნაკლებ ხარჯებს მათ ასაშენებლად და შესანარჩუნებლად. ამ ტიპის ენერგიის გამოყენების პოტენციალი ბევრად უფრო აქვთ ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან ჩინეთი, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, კანადა და რუსეთი.