From Wikipedia, the free encyclopedia
ადამიანთა სწრაფვამ პირველობისაკენ უკვე მეცხრამეტე საუკუნის 30-ან წლებში მიიყვანა მოჭადრაკეები ჩაეტარებინათ მატჩები მსოფლიოში უძლიერესის გამოსავლენად. 1834 წელს ლონდონში გაიმართა პირველი ასეთი მატჩი ინგლისელ ალექსანდრ მაკდონელსა და ფრანგ ლუი ლაბურდონეს შორის. რა თქმა უნდა, მაშინ არავითარი შესარჩევი სისტემა არ არსებობდა და ლონდონში შეხვდნენ ის მოჭადრაკეები რომლებიც საერთო აზრით ითვლებოდნენ უძლიერესებად. ლონდონის მატჩი ლაბურდონემ მოიგო და ის გახდა კიდეც მსოფლიოს პირველი არაოფიციალური ჩემპიონი.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|მსოფლიოს ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის}} |
შემდგომში კიდევ ოთხი ასეთი არაოფიციალური მატჩი გაიმრთა და მხოლოდ 1886 წლის მატჩით ვილჰელმ სტეინიცსა და იოჰან ცუკერტორტს შორის დაიწყო მსოფლიოს ოფიციალური პირველობის გათამაშება.
მეორე მსოფლიოს ომამდე მიუხედავად იმისა, რომ ფიდე 1924 წელს შეიქმნა, მსოფლიოს პირველობაზე მატჩების გამართვა მაინც მოჭადრაკეების პრორეგატივა იყო. მსოფლიოს ჩემპიონი თავად ირჩევდა მეტოქეებს, ან თავისთვის არასასურველ მეტოქეს ისეთ ფინანსურ პირობებს უყენებდა რომელსაც ეს უკანასკნელი ვერ შეასრულებდა. ამიტომაც ვერ ითამაშეს მატჩები მსოფლიოს პირველობაზე თავისი დროის ისეთმა მოჭადრაკეებმა, როგორებიც იყვნენ აარონ ნიმცოვიჩი, აკიბა რუბინშტეინი და სხვები.
1946 წელს როდესაც გარდაიცვალა მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი, ალექსანდრე ალიოხინი, ფიდემ თავის ხელში აიღო მსოფლიოს პირველობის გათამაშება. 1948 წელს ფიდემ ჩატარა მატჩ-ტურნირი მსოფლიოს ხუთი (ამერიკელმა ფაინმა უარი განაცხადა) უძლიერესი მოჭადრაკის მონაწილეობით რომლის გამარჯვებულსაც ოფიციალურად მიენიჭა მსოფლიოს ჩემპიონის წოდება. ამავე დროს შემოიღო სამწლიანი ციკლი, რომელიც იწყებოდა ზონალური ტურნირებით, შემდეგ გრძელდებოდა პრეტენდენტთა ტურნირით და მთავრდებოდა მატჩით პრეტენდენტსა და მსოფლიოს მომქმედ ჩემპიონს შორის (შემდგომში ზონალურ და პრეტენდენტთა ტურნირებს შორის ჩაჯდა საზონათაშორისო ტურნირი, ხოლო პრეტენდენტთა ტურნირი შეცვალა პრეტენდენტთა მატჩებმა). 1960 - 1963 წლების ციკლამდე მატჩში დამარცხებულ მსოფლიოს ჩემპიონს ჰქონდა მატჩ-რევანშის უფლება, რომელიც ორჯერ წარმატებით გამოიყენა მიხეილ ბოტვინიკმა. მატჩის ფრედ დამთვრების შემთხვევაში ჩემპიონი ყოველთვის ინარჩუნებდა თავის ტიტულს.
# | წელი | ჩატარების ადგილი | გამარჯვებული | დამარცხებული | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
1 | 1834 | ლონდონი | ლუი ლაბურდონე, საფრანგეთი | ალექსანდრ მაკდონელი, დიდი ბრიტანეთი | 51,5 - 33,5 (+45=13-27)* |
2 | 1843 | პარიზი | ჰოვარდ სტაუტონი, დიდი ბრიტანეთი | პიერ სენტ-ამანი, საფრანგეთი | 13 - 8 (+11=4-5) |
3 | 1846 | ლონდონი | ჰოვარდ სტაუტონი, დიდი ბრიტანეთი | ბერნარდ გოროვიცი, პრუსია | 15,5 - 8,5 (+14=3-7) |
4 | 1858 | ლონდონი | პოლ მორფი, აშშ | ადოლფ ანდერსენი, პრუსია | 8 - 3 (+7=2-2) |
5 | 1866 | ლონდონი | ვილჰელმ სტეინიცი, ავსტრია | ადოლფ ანდერსენი, პრუსია | 8 - 6 (+8=0-6) |
შენიშვნა: ეს შეჯიბრება შედგებოდა 6 მატჩისაგან, რომელთა შედეგები ცალ-ცალკე ასეთია: ლაბურდონე - მაკდონელი
# | წელი | ჩატარების ადგილი | მოქმედი ჩემპიონი | პრეტენდენტი | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
1 | 1888 | ნიუ-იორკი, სენტ-ლუისი, ახალი ორლეანი | ვილჰელ სტეინიცი, ავსტრია | იოჰან ცუკერტორტი, გერმანია | 12,5 - 7,5 (+10=5-5) |
2 | 1889 | ჰავანა | ვილჰელ სტეინიცი, აშშ | მიხეილ ჩიგორინი, რუსეთი | 10,5 - 6,5 (+10=1-6) |
3 | 1890/1991 | ნიუ-იორკი | ვილჰელ სტეინიცი, აშშ | ისიდორ გუნსბერგი, დიდი ბრიტანეთი | 10,5 - 8,5 (+6=9-4) |
4 | 1892 | ჰავანა | ვილჰელ სტეინიცი, აშშ | მიხეილ ჩიგორინი, რუსეთი | 12,5 - 10,5 (+10=5-8) |
5 | 1894 | ნიუ-იორკი, ფილადელფია, მონრეალი | ვილჰელ სტეინიცი, აშშ | ემანუილ ლასკერი, გერმანია | 12 - 7 (+5=4-10) |
6 | 1896/1897 | მოსკოვი | ემანუილ ლასკერი, გერმანია | ვილჰელ სტეინიცი, აშშ | 12,5 - 4,5 (+10=5-2) |
7 | 1907 | აშშ - ს ქალაქები | ემანუილ ლასკერი, გერმანია | ფრენკ ჯეიმზ მარშალი, აშშ | 11,5 - 3,5 (+8=7-0) |
8 | 1908 | დიუსელდორფი, მიუნხენი | ემანუილ ლასკერი, გერმანია | ზიგბერტ ტარაში, გერმანია | 10,5 - 5,5 (+8=5-3) |
9 | 1909* | პარიზი | ემანუილ ლასკერი, გერმანია | დავიდ იანოვსკი, რუსეთი | 8 - 2 (+7=2-1) |
10 | 1910 | ვენა, ბერლინი | ემანუილ ლასკერი, გერმანია | კარლ შლეხტერი, ავსტრია | 5 - 5 (+1=8-1) |
11 | 1910 | ბერლინი | ემანუილ ლასკერი, გერმანია | დავიდ იანოვსკი, რუსეთი | 9,5 - 1,5 (+8=3-0) |
12 | 1921 | ჰავანა | ემანუილ ლასკერი, გერმანია | ხოსე რაულ კაპაბლანკა, კუბა | 5 - 9 (+0=10-4) |
13 | 1927 | ბუენოს-აირესი | ხოსე რაულ კაპაბლანკა, კუბა | ალექსანდრე ალიოხინი, საფრანგეთი | 15,5 - 18,5 (+3=25-6) |
14 | 1929 | გერმანიის და ჰოლანდიის ქალაქები | ალექსანდრე ალიოხინი, საფრანგეთი | ეფიმ ბოგოლუბოვი, გერმანია | 15,5 - 9,5 (+11=9-5) |
15 | 1934 | გერმანიის ქალაქები | ალექსანდრე ალიოხინი, საფრანგეთი | ეფიმ ბოგოლუბოვი, გერმანია | 15,5 - 10,5 (+8=15-3) |
16 | 1935 | ჰოლანდიის ქალაქები | ალექსანდრე ალიოხინი, საფრანგეთი | მაქს ეივე, ნიდერლანდები | 14,5 - 15,5 (+8=13-9) |
17 | 1937 | ჰოლანდიის ქალაქები | მაქს ეივე, ნიდერლანდები | ალექსანდრე ალიოხინი, საფრანგეთი | 9,5 - 15,5 (+4=11-10) |
# | წელი | ჩატარების ადგილი | მოქმედი ჩემპიონი | პრეტენდენტი | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
19 | 1951 | მოსკოვი | მიხეილ ბოტვინიკი, სსრკ | დავით ბრონშტეინი, სსრკ | 12 - 12 (+5=14-5) |
20 | 1954 | მოსკოვი | მიხეილ ბოტვინიკი, სსრკ | ვასილი სმისლოვი, სსრკ | 12 - 12 (+7=10-7) |
21 | 1957 | მოსკოვი | მიხეილ ბოტვინიკი, სსრკ | ვასილი სმისლოვი, სსრკ | 9,5 - 12,5 (+3=13-6) |
22 | 1958 | მოსკოვი | ვასილი სმისლოვი, სსრკ | მიხეილ ბოტვინიკი, სსრკ | 10,5 - 12,5 (+5=11-7) |
23 | 1960 | მოსკოვი | მიხეილ ბოტვინიკი, სსრკ | მიხეილ ტალი, სსრკ | 8,5 - 12,5 (+2=13-6) |
24 | 1961 | მოსკოვი | მიხეილ ტალი, სსრკ | მიხეილ ბოტვინიკი, სსრკ | 8 - 13 (+5=6-10) |
25 | 1963 | მოსკოვი | მიხეილ ბოტვინიკი, სსრკ | ტიგრან პეტროსიანი, სსრკ | 9,5 - 12,5 (+2=15-5) |
26 | 1966 | მოსკოვი | ტიგრან პეტროსიანი, სსრკ | ბორის სპასკი, სსრკ | 12,5 - 11,5 (+4=17-3) |
27 | 1969 | მოსკოვი | ტიგრან პეტროსიანი, სსრკ | ბორის სპასკი, სსრკ | 10,5 - 12,5 (+4=13-6) |
28 | 1972 | რეიკიავიკი | ბორის სპასკი, სსრკ | რობერტ ჯეიმზ ფიშერი, აშშ | 8,5 - 12,5 (+3=11-7) |
29 | 1975 | რობერტ ჯეიმზ ფიშერი, აშშ | ანატოლი კარპოვი, სსრკ | არ შედგა | |
30 | 1978 | ბაგიო | ანატოლი კარპოვი, სსრკ | ვიქტორ კორჩნოი, შვეიცარია | 16,5 - 15,5 (+6=21-5) |
31 | 1981 | მერანო | ანატოლი კარპოვი, სსრკ | ვიქტორ კორჩნოი, შვეიცარია | 11 - 7 (+6=10-2) |
32 | 1984/1985 | მოსკოვი | ანატოლი კარპოვი, სსრკ | გარი კასპაროვი, სსრკ | 25 - 23 (+5=40-3) |
33 | 1985 | მოსკოვი | ანატოლი კარპოვი, სსრკ | გარი კასპაროვი, სსრკ | 11 - 13 (+3=16-5) |
34 | 1986 | ლონდონი, ლენინგრადი | გარი კასპაროვი, სსრკ | ანატოლი კარპოვი, სსრკ | 12,5 - 11,5 (+5=15-4) |
35 | 1987 | სევილია | გარი კასპაროვი, სსრკ | ანატოლი კარპოვი, სსრკ | 12 - 12 (+4=16-4) |
36 | 1990 | ნიუ-იორკი, ლიონი | გარი კასპაროვი, სსრკ | ანატოლი კარპოვი, სსრკ | 12,5 - 11,5 (+4=17-3) |
1993 წელს ფიდეს პოლიტიკით უკმაყოფილო გარი კასპაროვმა და ნაიჯელ შორტმა (მან გაიმარჯვა პრეტენდენტთა ტურნირში ) უარი განაცხადეს ეთამაშათ მატჩი მსოფლიოს პირველობაზე ფიდეს ეგიდით და თავისი მატჩი ითმაშეს ახლად ჩამოყალიბებული პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის ეგიდით. ეს ორგანიზაცია ამ ორი მოჭადრაკის თოსნობით 1993 წელს შეიქმნა. მომდევნო მატჩი კასპაროვს ალექსეი შიროვთნ უნდა ეთმაშა, მაგრამ მატჩი არ შედგა. არ გამართულა არც განმეორებითი მატჩი ანანდთან. 1996 წელს ასოციააციამ სპონსორები ვერ იშოვა და მალევე დაიშლა. კასპაროვმა გადაწყვიტა დაეცვა თავისი ტიტული თავისი შეხედულებით ღირსეულ მეტოქესთნ, რომელიც ფინანსურ პრობლემებსაც მოაგვარებდა. ასეთი მეტოქე მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ გამოჩნდა, ეს იყო კრამნიკი.
# | წელი | ჩატარების ადგილი | მოქმედი ჩემპიონი | პრეტენდენტი | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
1 | 1993 | ლონდონი | გარი კასპაროვი, რუსეთი | ნაიჯელ შორტი, ინგლისი | 12,5 - 7,5 (+6=13-1) |
2 | 1995 | ნიუ-იორკი | გარი კასპაროვი, რუსეთი | ვისვანათან ანანდი, ინდოეთი | 10,5 - 7,5 (+4=13-1) |
3 | 2000 | ლონდონი | გარი კასპაროვი, რუსეთი | ვლადიმირ კრამნიკი, რუსეთი | 6,5 - 8,5 (+0=13-2) |
4 | 2004 | ბრისაგო | ვლადიმირ კრამნიკი, რუსეთი | პეტერ ლეკო, უნგრეთი | 7 - 7 (+2=10-2) |
იმავე წლებში ფიდე თავის ჩემპიონებს ავლენდა. როდესაც კასპაროვმა და შორტმა უარი თქვეს ფიდეს ეგიდით მატჩის გამართვაზე, მაშინ ფიდემ ანატოლი კაპროვსა და იან ტიმანს შორის ჩაატარა თავისი მატჩი (მაშინ ამ მოჭდრაკეებს უმაღლესი ელო ჰქონდათ კასპაროვისა და შორტის შემდეგ). 1999 წლიდან ფიდემ ჩემპიონატის ნოკაუტ-სისტემით ჩატარება დაიწყო. ამან მრავალი მოჭადრაკის უკმაყოფილება გამოიწვია (განსაკუთრებით უმაღლესი ელოს მქონე მოჭადრაკეთა შორის), ვინაიდან აქ შემთხვევითობებს მეტი ადგილი ჰქონდა. პირველ ასეთ ტურნირში კაპროვი, როგორც მსოფლიოს ჩემპიონი, პირდაპირ ფილაში დაუშვეს. მეორე ტურნირიდან კი მსოფლიოს ჩემპიონს არავითრი პრივილეგია არ ჰქონდა. ამის გამო ანატოლი კაპროვმა ტურნირში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და თავის თავს ისევ მსოფლიოს ჩემპიონად თვლიდა. პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის დაშლის შემდეგ ფიდემ ისევ თავის ხელში აიღო მსოფლიოს პირველობების ჩატარება. 2005 წელს ფიდემ ორწრიანი ტურნირი ჩაატარა, მაგრამ კასპაროვმა და კაპროვმა ისევ უარი თქვეს თამაშზე. საჭადრაკო სამყაროში შექმნილი ქაოსის გამო კასპაროვი საერთოდ წავიდა ჭადრაკიდან. ამის შემდეგ ფიდეს ტურნირის გამარჯვებული, ვესელინ ტოპალოვი ფიდეს ჩემპიონის რანგში 2006 წელს ე.წ. გამაერთიანებელ მატჩში შეხვდა პროფესიონალთა ჩემპიონს ვლადიმერ კრამნიკს.
# | წელი | ჩატარების ადგილი | მოქმედი ჩემპიონი | პრეტენდენტი | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
1 | 1993 | ჰოლანდია, ინდონეზია | ანატოლი კარპოვი, რუსეთი | იან ტიმანი, ნიდერლანდები | 12,5 - 8,5 (+6=13-2) |
2 | 1996 | ელისტა | ანატოლი კარპოვი, რუსეთი | გატა კამსკი, აშშ | 10,5 - 7,5 (+6=9-3) |
3 | 1998 | ლოზანა | ანატოლი კარპოვი, რუსეთი | ვისვანათან ანანდი, ინდოეთი | 5 - 3 (+4=2-2, ტაი-ბრეიკი +2=0-0 ) |
4 | 1999 | ლას-ვეგასი | ალექსადრე ხალიფმანი, რუსეთი | ვლადიმერ აკოფიანი, სომხეთი | 3,5 - 2,5 (+2=3-1) |
5 | 2000 | თეირანი | ვისვანათან ანანდი, ინდოეთი | ალექსეი შიროვი, ესპანეთი | 3,5 - 0,5 (+3=1-0) |
6 | 2002 | მოსკოვი | რუსლან პონომარიოვი, უკრაინა | ვასილი ივანჩუკი, უკრაინა | 4,5 - 2,5 (+2=5-0) |
7 | 2004 | ტრიპოლი | რუსტამ კასიმჯანოვი, უზბეკეთი | მაიკლ ადამსი, ინგლისი | 4,5 - 3,5 (+3=3-2) |
ა | მოჭადრაკე | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | ვესელინ ტოპალოვი | 1; = | =; = | 1; = | 1; = | 1; = | 1; = | 1; = | 10 | |
2 | პიოტრ სვიდლერი | 0; = | =; = | 1; 1 | 1; = | =; = | =; = | 1; = | 8,5 | |
3 | ვისვანათან ანანდი | =; = | =; = | 0; = | =; 1 | 0, 1 | 1; = | 1; 1 | 8,5 | |
4 | ალექსანდრე მოროზევიჩი | 0; = | 0; 0 | 1; = | =; 1 | =; 1 | =; = | =; = | 7 | |
5 | პეტერ ლეკო | 0; = | 0; = | =; 0 | =; 0 | =; 1 | 1; = | 1; = | 6,5 | |
6 | რუსტამ კასიმჯანოვი | 0; = | =; = | 1; 0 | =; 0 | =; 0 | =; = | 0; 1 | 5,5 | |
7 | მაიკლ ადამსი | 0; = | =; = | 0; = | =; = | 0; = | =; = | =; = | 5,5 | |
8 | იუდით პოლგარი | 0; = | 0; = | 0; 0 | =; = | 0; = | 1; 0 | =; = | 4,5 |
# | წელი | ჩატარების ადგილი | მოქმედი ჩემპიონი | პრეტენდენტი | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
1 | 2006 | ელისტა | ვლადიმერ კრამნიკი, რუსეთი | ვესელინ ტოპალოვი, ბულგარეთი | 8,5 - 7,5 (+5=7-4, ტაი-ბრეიკი: +2=1-1) |
ა | მოჭადრაკე | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | ვისვანათან ანანდი | =; = | =; = | =; = | =; 1 | =; 1 | 1; = | 1; = | 9 | |
2 | ვლადიმირ კრამნიკი | =; = | =; = | =; 1 | =; = | 1; 0 | =; 1 | =; = | 8 | |
3 | ბორის გელფანდი | =; = | =; = | =; = | =; = | 1; = | 1; 1 | =; 0 | 8 | |
4 | პეტერ ლეკო | =; = | =; 0 | =; = | =; = | =; 1 | 0; = | =; 1 | 7 | |
5 | პიოტრ სვიდლერი | 0; = | =; = | =; = | =; = | 0; = | =; = | =; = | 6,5 | |
6 | ალექსანდრე მოროზევიჩი | =; 0 | 0; 1 | 0; = | =; 0 | 1; = | =; = | 0; 1 | 6 | |
7 | ლევონ არონიანი | 0; = | =; 0 | 0; 0 | 1; = | =; = | =; = | =; 1 | 6 | |
8 | ალექსეი გრიშუკი | 0; = | =; = | =; 1 | =; 0 | =; 0 | 1; 0 | =; 0 | 5,5 |
# | წელი | ჩატარების ადგილი | მოქმედი ჩემპიონი | პრეტენდენტი | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
2 | 2007 | ბონი | ვისვანათან ანანდი, ინდოეთი | ვლადიმერ კრამნიკი, რუსეთი | 6,5 - 4,5 (+3=7-1) |
3 | 2009 | სოფია | ვისვანათან ანანდი, ინდოეთი | ვესელინ ტოპალოვი, ბულგარეთი | 6,5 – 5,5 (+3=7–2) |
4 | 2012 | მოსკოვი | ვისვანათან ანანდი, ინდოეთი | ბორის გელფანდი, ისრაელი | 6 – 6 (+1=10–1), 2,5 - 1,5 (+1=3-0 ტაი-ბრეიქი) |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.