![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5b/USSR_stamp_I.Nasimi_1973_4k.jpg/640px-USSR_stamp_I.Nasimi_1973_4k.jpg&w=640&q=50)
ნასიმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნასიმი (ნამდვილი სახელი — სეიდ იმადედინ; აზერ. İmadəddin Nəsimi, სპარს. عمادالدین نسیمی; დ.1369 — 1417, ალეპო) — XIV—XV საუკუნეების გამოჩენილი პოეტი, რომელიც წერდა აზერბაიჯანულად, ასევე სპარსულად და არაბულად[1][2]. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აზერბაიჯანის პოეზიის განვითარებაში[1]. ენციკლოპედია ირანიკა მიიჩნევს მას პირველ აზერბაიჯანელ პოეტად[1]. იგი წერდა გაზელების, რუბაიებისა და თუიგის ჟანრებში. მისი ნაწარმოებები ფართოდ იყო ცნობილი ახლო აღმოსავლეთსა და შუა აზიაში[3]. იგი იყო სუფიზმის ერთ-ერთი შტოს, ჰურუფიზმის მიმდევარი.
ნასიმი | |
---|---|
შეცდომა Lua: expandTemplate: template "lang-azb" does not exist | |
![]() | |
სრული სახელი | სეიდ იმადედინი |
დაბადების თარიღი | 1369 |
დაბადების ადგილი | შემახა, თავრიზი, ბაღდადი, ალეპო, შირაზი ან დიარბაქირი |
გარდაცვალების თარიღი | 1417 |
გარდაცვალების ადგილი | ალეპო |
საქმიანობა | პოეტი |
ენა | აზერბაიჯანული; სპარსული; არაბული |
Magnum opus | Q120736317? და Q120736356? |
პოეტის ფსევდონიმი „ნასიმი“ სავარაუდოდ მომდინარეობს არაბული სიტყვიდან „ნესიმ“, რაც „ნელ ქარს„ ნიშნავს[4].
ნასიმის შემოქმედება გამოირჩევა მეამბოხე ხასიათით. იგი მოუწოდებდა ბრძოლას სოციალური უსამართლობის, პიროვნული ძალადობის, მმართველების ტირანიისა და სისასტიკის წინააღმდეგ. მისი ლექსები ადამიანის სილამაზესა და გონებას ადიდებენ, ასევე მოუწოდებენ ინდივიდუალური განთავისუფლებისკენ, ასკეტიზმისგან განთავისუფლებისკენ, მიმართული იყო ფანატიზმისა და რელიგიური დოგმის უარყოფისკენ.