აზერბაიჯანი
სახელმწიფო დასავლეთ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში / From Wikipedia, the free encyclopedia
აზერბაიჯანი (აზერ. Azərbaycan), ოფიციალურად აზერბაიჯანის რესპუბლიკა (აზერ. Azərbaycan Respublikası) — სახელმწიფო სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთი აზიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის გზაჯვარედინზე.[5] აღმოსავლეთით ესაზღვრება კასპიის ზღვა, ჩრდილოეთით რუსეთი, ჩრდილო-დასავლეთით საქართველო, დასავლეთით სომხეთი და სამხრეთით ირანი. ნახიჩევანი, რომელიც აზერბაიჯანის ექსკლავია, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ესაზღვრება სომხეთს, სამხრეთით და დასავლეთით ირანს, ასევე აქვს ჩრდილო-დასავლეთში 8 კმ საზღვარი თურქეთთან.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „აზერბაიჯანი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. აზერბაიჯანი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
აზერბაიჯანის რესპუბლიკა Azərbaycan Respublikası აზერბაიჯანი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: Odlar Yurdu ცეცხლის ქვეყანა |
||||||
ჰიმნი: აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნი აზერბაიჯანის მარში |
||||||
აზერბაიჯანის მდებარეობა მსოფლიოში
|
||||||
დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი | ბაქო 40°22′ ჩ. გ. 49°53′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | აზერბაიჯანული | |||||
ეთნიკური უმცირესობების ენები |
რუსული, სომხური (მხოლოდ მთიან ყარაბაღში), ხუნძური, ქართული, ხინალუღური, ქურთული, ლეზგიური, რუთულური, თალიშური, უდიური, თათური და წახური. | |||||
რელიგია | სეკულარული | |||||
ეთნოქორონიმი | აზერბაიჯანელი | |||||
მთავრობა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ილჰამ ალიევი | ||||
- | ვიცე-პრეზიდენტი | მეჰრიბან ალიევა | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | ალი ასადოვი | ||||
საკანონმდებლო ორგანო | მილი მეჯლისი | |||||
დაარსება | ||||||
- | აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა | 28 მაისი 1918 | ||||
- | აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა | 28 აპრილი 1920 | ||||
- | დამოუკიდებლობა სსრკ-სგან | 30 აგვისტო 1991 (განაცხადა) 18 ოქტომბერი 1991 (დამოუკიდებლობა) 25 დეკემბერი 1991 (დასრულდა) |
||||
- | კონსტიტუციის მიღება | 12 ნოემბერი 1995 | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 86 600 კმ2 (114-ე) | ||||
- | წყალი (%) | 1.6 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2019 შეფასება | 10,000,000[1] (89-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 112,6 კაცი/კმ2 (103-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2016 შეფასება | |||||
- | სულ | $167.905[2] მილიარდი | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $17,688[2] | ||||
მშპ (ნომინალი) | 2016 შეფასება | |||||
- | სულ | $35.686[2] მილიარდი | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $3,759[2] | ||||
ჯინი (2008) | 33.7[3] საშუალო |
|||||
აგი (2013) | 0.751[4] მაღალი · 76-ე |
|||||
ვალუტა | აზერბაიჯანული მანათი (₼) (AZN ) |
|||||
სასაათო სარტყელი | AZT (UTC+04:00) | |||||
მოძრაობა | მარჯვენა | |||||
სატელეფონო კოდი | +994 | |||||
ISO 3166 კოდი | AZ | |||||
ინტერნეტ-დომენი | .az |
1918 წელს აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობა. 1920 წელს ქვეყანა შევიდა სსრკ-ს შემადგენლობაში, როგორც აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.[6] თანამედროვე აზერბაიჯანის რესპუბლიკამ თავისი დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წლის 30 აგვისტოს,[7] სსრკ-ის ოფიციალურ დაშლამდე, რომელიც 1991 წლის დეკემბერში მოხდა. 1991 წლის სექტემბერში, სადავო მთიანი ყარაბაღის რეგიონის სომეხთა უმრავლესობა გამოეყო აზერბაიჯანს, შემდგომში სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნის მიზნით.[8] 1994 წელს, ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ, რეგიონი და მის გარეთ მყოფი შვიდი მიმდებარე რაიონი, დე-ფაქტო დამოუკიდებელი გახდა. ეს რაიონები, საერთაშორისო დონეზე აღიარებულია, როგორც აზერბაიჯანის ნაწილი, რომელიც ეუთოს მიერ შექმნილ სტატუსამდე მიიღეს.[9][10][11][12] შემდგომი 2020 წლის ომის შედეგად, აზერბაიჯანმა დაიბრუნა მთიანი ყარაბაღის გარშემო მდებარე 7 რაიონი და თვით რეგიონის გარკვეული ნაწილი.[13]
აზერბაიჯანი უნიტარული და ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკაა. ქვეყანა ევროპის საბჭოს, ეუთო-სა და ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამის წევრია. აზერბაიჯანი ექვსი დამოუკიდებელი თურქულენოვანი ქვეყნიდან ერთ-ერთია, ასევე თურქული საბჭოსა და თურქსოის აქტიური წევრია. აზერბაიჯანს, 158 ქვეყანასთან აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და 38 საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია.[14] სუამის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ)[15] და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრია. 1992 წლიდან გაეროს წევრი და 2006 წლის 9 მაისიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ახლადშექმნილი „ადამიანის უფლებათა საბჭოს“ წევრი. მისი წევრობის ვადა, 2006 წლის 19 ივნისიდან დაიწყო.[16] აზერბაიჯანი, აგრეთვე მიუმხრობლობის მოძრაობის წევრი სახელმწიფოა, ფლობს დამკვირვებლის სტატუსს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და არის საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის კორესპონდენტი.[14][17]
აზერბაიჯანის კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული ქვეყნის ოფიციალური რელიგია და ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალა, ქვეყანა სეკულარული წყობისაა. თუმცა, მოსახლეობის უმრავლესობა შიიტი მუსლიმია.[18] მაგრამ, აზერბაიჯანელების უმრავლესობა აქტიურად არ ასრულებს ნებისმიერი რელიგიის მოთხოვნას და ქვეყანა მუსლიმურ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე არარელიგიურ ქვეყანად მიიჩნევა, ხოლო „Pew Research Center“-ისა და „Gallup“-ის გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 53% ამბობს, რომ რელიგია ნაკლებად მნიშვნელოვანია მათ ცხოვრებაში.[19][20][21][22] აზერბაიჯანში ადამიანური განვითარების მაღალი დონეა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობას უტოლდება.[23] ქვეყანას ეკონომიკური განვითარებისა[24] და განათლების მაღალი დონე ახასიათებს,[25] ისევე როგორც უმუშევრობის დაბალი მაჩვენებელი.[26] დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანახმად, აზერბაიჯანის ეკონომიკა 2016 წელს, 138 ქვეყანას შორის 37-ე ადგილზე გავიდა.[27] 2015 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, რეგიონში ამ თვალსაზრისით აზერბაიჯანს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.[28]
„ასანის“ მომსახურება, რომელიც დაინერგა პრეზიდენტის ბრძანებით,[29] ქვეყნის მასშტაბით ცნობილია, როგორც საჯარო სამსახურში ქრთამისგან და კორუფციისგან თავისუფალი მომსახურების სააგენტო.[30] ASAN სერვისმა 2015 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საჯარო სამსახურის ჯილდო მოიპოვა,[31] რომელიც მსოფლიოში საჯარო მომსახურების სფეროში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა.[32]
აზერბაიჯანში მაღალ დონეზეა განვითარებული კორუფცია, განსაკუთრებით საჯარო სამსახურში.[33][34] მმართველ პარტიას, ახალ აზერბაიჯანს, ბრალად ედება ავტორიტარიზმი და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები.[35][36]