From Wikipedia, the free encyclopedia
ნახშირორჟანგი — ნახშირბადის დიოქსიდი, , ოქსიდი , ნახშირბადის უმაღლესი ჟანგეული. აღმოაჩინა შოტლანდიელმა ქიმიკოსმა ჯოზეფ ბლეკმა მაგნიუმკარბონატის დაშლისას.
ნახშირორჟანგი | |
ზოგადი | |
---|---|
ქიმიური ფორმულა | |
მოლური მასა | 44.01 გ/მოლი |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | −56.6 °C °C |
კლასიფიკაცია | |
CAS | 124-38-9 |
ნახშირორჟანგი შედის ჰაერის შედგენილობაში 0,03%-ით. ნახშირორჟანგი უფერული, ოდნავ მომჟავო სუნისა და გემოს მქონე აირია; სიმკვრივე 1,9 კგ/კუბ.მ.; კრიზისული ტემპერატურა 31 ცელსიუსი, კრიზისული წნევა 7,62 მეგნ/კვ.მ. ნახშირორჟანგი ატმოსფერულ წნევასა და 78 გრადუსზე თხევად მდგომარეობაში გადასვლის გარეშე მყარდება და წარმოქმნის თეთრ თოვლისებრ მასას („მშრალი ყინული“). თხევადი ნახშირორჟანგი არსებობს ოთახის ტემპერატურაზე მხოლოდ 5,85 მეგნ/კვ.მ.-ზე მეტი წნევის დროს.
თხევადი ნახშირორჟანგის სიმკვრივეა 771 კგ/კუბ.მ., მყარის - 1512 კგ/კუბ.მ. იხსნება წყალსა და ორგანულ გამხსნელებში. ენერგიულად უერთდება ფუძეებს და წარმოქმნის კარბონატებს. არ იწვის, არც ხელს უწყობს წვას.
ნახშირორჟანგი ურთიერთქმედებს გავარვარებულ ნახშირთან, ამიაკთან და სხვ. მრეწველობაში ნახშირბადს იღებენ კირქვის გამოწვით, ლაბორატორიაში მარილმჟავას ურთიერთქმედებით მარმარილოსთან.
ნახშირორჟანგს იყენებენ გაზიანი წყლების, ლუდისა და შაქრის წარმოებაში. იყენებენ აგრეთვე ქიმიურ მრეწველობაში სოდის, შარდოვანას, ოქსიკარბომჟავების მისაღებად, აგრეთვე თბოგადამტან რეაქტორებში, ხანძრების ჩასაქრობად და სხვა მიზნით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.