ნელსონ პიკე
From Wikipedia, the free encyclopedia
ნელსონ პიკე სოუტო მაიორი (აგრეთვე ცნობილი როგორც ნელსონ პიკე; პორტ. Nelson Piquet Souto Maior; დ. 17 აგვისტო 1952, რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია) — ბრაზილიელი მრბოლელი და ბიზნესმენი. სპორტიდან წასვლის შემდეგ, ავტოსპორტის სხვადასხვა სახეობებში ჩატარებული გამოკითხვების საფუძვლეზე ნელსონ პიკეს მიენიჭა ფორმულა ერთის საუკეთესო მრბოლელის ტიტული.
პიკე იტალიის გრან-პრიზე (1983წ.) | |
დაიბადა |
17 აგვისტო, 1952 (1952-08-17) (71 წლის) რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია |
---|---|
ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის კარიერა | |
ეროვნება | ბრაზილიელი |
წლები | 1978–1991 |
გუნდ(ებ)ი |
ენსაინი (1978) მაკლარენი (1978) ბრებჰემი (1978–1985) უილიამსი (1986–1987) ლოტუსი (1988–1989) ბენეტონი (1990–1991) |
რბოლა | 207 (204 სტარტი) |
ჩემპიონი | 3 (1981, 1983, 1987) |
მოგება | 23 |
კვარცხლბეკი | 60 |
ქულები | 481.5 (485.5) |
პოულ პოზიცია | 24 |
უსწრაფესი წრე | 23 |
პირველი რბოლა | გერმანიის გრან - პრი 1978 |
პირველი მოგება | აშშ-ის გრან-პრი 1980 |
ბოლო მოგება | კანადის გრან-პრი 1991 |
ბოლო რბოლა | ავსტრალიის გრან - პრი 1991 |
ნელსონს მრავალფეროვანი სპორტული წარსული აქვს. თავდაპირველად იგი ჩოგბურთელი იყო, თუმცა შემდგომში სპორტის ამ სახეობის მიმართ ინტერესი დაკარგა და კარიერა კარტინგში განაგრძო. კარტინგში მონაწილეობისას ნელსონი საკუთარ ვინაობას მალავდა, არ სურდა, რომ მამამისს მისი ჰობის შესახებ შეეტყო. 1971-1972 წლებში ნელსონი კარტინგში ბრაზილიის ეროვნული ჩემპიონი გახდა, ხოლო 1976 წელს კი ფორმულა ვიი (ფორმულა ვოლკსვაგენი) მოიგო. 1978 წელს ემერსონ პიტიპალდის რჩევით, ნელსონი წარმატებული კარიერის გასაგრძელებლად ევროპაში წავიდა, რათა გამხდარიყო ფორმულა სამის ჩემპიონი და ჯეკი სტიუარტის რეკორდი დაემხო.[1]
ამავე წელს შედგა მისი დებიუტი ფორმულა ერთში. პიკე ორი წლის მანძილზე ინდიანაპოლის 500-შიც ასპარეზობდა. ნელსონი სპორტული ავტომობილების რბოლაშიც ასპარეზობდა როგორც ფორმულა ერთში მოღვაწეობის დროს, ისე ფორმულა ერთიდან წამოსვლის შემდეგაც. ამჟამად პიკე სპორტის აღარც ერთ სახეობაში მონაწილეობს, მას ბრაზილიაში საკუთარი ბიზნესი აქვს, ამავდროულად არის საკუთარი ვაჟის ნელსონ პიკე უმცროსის მენეჯერი.