ნისკარტნამგალა
From Wikipedia, the free encyclopedia
ნისკარტნამგალა (ლათ. Ibidorhyncha struthersii) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. ნისკარტნამგალას გრძელი (7,5 სმ) წითელი ნისკარტი ქვემოთკენ ნამგლისებურად აქვს მოხრილი, ამას უკავშირდება მისი სახელიც. ბუდობს ცენტრალურ და შუა აზიის მაღალი მთის მდინარეთა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 2000 მ-ის ზევით. მისი ბუდე მდინარის სანაპირო რიყეზე მიწის პატარა ჩაღრმავებაა. დებს ოთხ კვერცხს. იკვებება კიბოსნაირებითა და მწერებით.
სწრაფი ფაქტები ნისკარტნამგალა, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ნისკარტნამგალა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Ibidorhyncha struthersii | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22693672 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
დახურვა