ნობელის პრემიის ქალი-ლაურეატები
From Wikipedia, the free encyclopedia
ნობელის პრემიის ქალი-ლაურეატები – ნობელის პრემია დაარსდა 1895 წელს, ალფრედ ნობელის ანდერძის თანახმად. მას გასცემს შვედეთის სამეფო აკადემია, კაროლინის ინსტიტუტი (მედიცინასა და ფიზიოლოგიის დარგში) და ნორვეგიის ნობელის კომიტეტი (მშვიდობის განმტკიცების დარგში).[1] 1968 წელს შვედეთის ცენტრალური ბანკის მიერ დაარსდა ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში.[2]
2009 წელს მოითვლებოდა 762 ნობელიანტი მამაკაცი და 40 ნობელიანტი ქალი.[3] პირველი ნობელის პრემიის ლურეატი ქალი გახდა მარი სკლოდოვსკა-კიური, რომელმაც პრემია მიიღო ორჯერ 1903 წელს ფიზიკაში, ხოლო 1911 წელს ქიმაში. სარეკორდო იყო 2009 წელი, როდესაც ერთდროულად 5 ქალი გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი სხვადასხვა არგში, მათ შორის იყო პირველი ქალი ეკონომიკის პრემიის ლაურეატი ელინორ ოსტრომი.