ელინორ ოსტრომი
From Wikipedia, the free encyclopedia
ელინორ ოსტრომი (ინგლ. Elinor Ostrom; დ. 7 აგვისტო, 1933, ლოს-ანჯელესი, აშშ, — გ. 12 ივნისი, 2012, ბლუმინგტონი, აშშ) — ამერიკელი პოლიტოლოგი და ეკონომისტი[5] [6] [7] . რომლის ნაშრომებიც უკავშირდება ახალ ინსტიტუციონალურ ეკონომიკასა და პოლიტიკური ეკონომიის აღორძინებას[8]. 2009 წელს ის დაჯილდოვდა ნობელის პრემიით ეკონომიკაში, "ეკონომიკური მმართველობის, უმთავრესად კი საზოგადოებრივი საქონელის გაანალიზებისათვის", რომელიც გაინაწილა ოლივერ უილიამსონთან ერთად. დღემდე, ის პირველია იმ ორ ქალს შორის, რომელმაც მოიგო ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში, მეორეა - ესთერ დიუფლო[9].
ელინორ ოსტრომი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Elinor Ostrom |
დაბ. თარიღი | 7 აგვისტო, 1933 (1933-08-07) (90 წლის) |
დაბ. ადგილი | ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
გარდ. თარიღი | 12 ივნისი, 2012 |
გარდ. ადგილი | ბლუმინგტონი, ინდიანა, აშშ |
სიკვდილის ვითარება | ბუნებრივი მიზეზები |
გარდაცვალების მიზეზი | pancreatic cancer |
მოქალაქეობა | აშშ |
მეუღლე | ვინსენტ ოსტრომი |
საქმიანობა | ეკონომისტი, პოლიტოლოგი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მოღვაწეობის სფერო | ეკონომიკა |
დამსაქმებელი | ინდიანის უნივერსიტეტი[1] , არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტი[1] , Cabot Corporation[1] და კალიფორნიის უნივერსიტეტი[1] |
საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის წევრობა | მეცნიერებათა ეროვნული აკადემია[2] , ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემია, ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოება და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის ამერიკული ასოციაცია[3] |
ჯილდოები | ნობელის პრემია ეკონომიკაში (2009), აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჯილდო (2001), იოჰან შიუტეს პრემია პოლიტიკურ მეცნიერებებში (1999) |
ალმა-მატერი | კალიფორნიის უნივერსიტეტი (ლოს-ანჯელესი) |
სამეცნიერო ხელმძღვანელი | Dwaine Marvick |
დოქტორანტი | John Paul McIver[4] |
საიტი | cogs.indiana.edu |
კალიფორნიის უნივერსიტეტის(ლოს-ანჯელესი) ბაკალავრიატისა და დოქტორანტურის საფეხურების დამთავრების შემდეგ, ის ცხოვრობდა ბლუმინგტონში,ინდიანაში და მუშაობდა ინდიანას უნივერსიტეტში, მოგვიანებით კი, კარიერა განაგრძო არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის იყო ინდიანას უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, სადაც პოლიტიკური მეცნიერებების პროფესორ არტურ ბენტლისთან ერთად იყო დირექტორი „პოლიტიკური თეორიისა და პოლიტიკური ანალიზის ვორქშოპისა“. ქალაქ თემფიში, არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში კი იყო მკვლევარი და დამფუძნებელი დირექტორი „ინსტიტუციური განსხვავებულობის სწავლის ცენტრისა“[10]. ის იყო მთავარი მკვლევარი სოფლის მეურნეობის მდგრადობისა და ბუნებრივი რესურსების მენეჯმენტის ერთობლივი კვლევითი მხარდაჭერის პროგრამაში (SANREM CRSP), რომელსაც ახორციელებდა ვირჯინია ტექი და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ იყო დაფინანსებული[11].