ნოვოჩერკასკის დონის კაზაკთა ისტორიის მუზეუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნოვოჩერკასკის დონის კაზაკთა ისტორიის მუზეუმი (რუს. Новочеркасский музей истории Донского казачества) — კაზაკური მუზეუმების გაერთიანება ქალაქ ნოვოჩერკასკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. დაარსდა 1886 წელს. მოიცავს ხუთ სამუზეუმო კომპლექსს. კერძოდ: მთავარი შენობა, ატამანის სასახლე, მიტროფანე გრეკოვის სახლ-მუზეუმი, კრილოვის სახლ-მუზეუმი და საგამოფენო დარბაზი ბუდიონოვსკის ქუჩაზე. მუზეუმის კოლექციაში შედის 150 000 დაცული ნივთი[1]. მუზეუმთან მოქმედებს საზოგადოებრივი გაერთიანებები: „კრილოვის პარასკევი“, „ლიტერატურული სასტუმრო“, ბავშვთა შემოქმედების სტუდია, მოსწავლეთა ისტორიული კლუბი „მემკვიდრეობა“[2].
სწრაფი ფაქტები ნოვოჩერკასკის დონის კაზაკთა ისტორიის მუზეუმი, დაარსდა ...
ნოვოჩერკასკის დონის კაზაკთა ისტორიის მუზეუმი | |
---|---|
მუზეუმის მთავარი შენობა | |
47°24′45″ ჩ. გ. 40°06′15″ ა. გ. | |
დაარსდა | 1886 |
ქვეყანა | რუსეთი |
მდებარეობა | როსტოვის ოლქი |
ექსპონატი | 150 000 |
ვიზიტორები | 175 000[1] |
დირექტორი | სვეტლანა სედინკო |
ოფიციალური საიტი | [www.novochmuseum.ru www.novochmuseum.ru] |
დახურვა