ოგიუსტ პირამის დეკანდოლი
From Wikipedia, the free encyclopedia
ოგიუსტ პირამის დეკანდოლი (ფრანგ. Augustín Pyrámus de Candólle; დ.4 თებერვალი, 1778, ჟენევა, შვეიცარია— გ. 9 სექტემბერი, 1841, იქვე) — შვეიცარიელი ბოტანიკოსი და პედაგოგი, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბოტანიკოსი, მცენარეთა კლასიფიკაციის ბუნებრივი სისტემის ერთ-ერთი პირველი ავტორი.
ოგიუსტ პირამის დეკანდოლი | |
---|---|
ფრანგ. Augustin-Pyramus de Candolle | |
დაბ. თარიღი | 4 თებერვალი, 1778(1778-02-04)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] |
დაბ. ადგილი | ჟენევა, ჟენევის რესპუბლიკა[12] [11] |
გარდ. თარიღი | 9 სექტემბერი, 1841(1841-09-09)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] (63 წლის) |
გარდ. ადგილი | ჟენევა[12] [11] |
დასაფლავებულია | სამეფო სასაფლაო[13] [14] |
მოქალაქეობა |
ჟენევის რესპუბლიკა შვეიცარია |
საქმიანობა | ბოტანიკოსი, პროფესორი, ზოოლოგი და ბუნებისმეტყველი |
მუშაობის ადგილი | ჟენევის უნივერსიტეტი და მონპელიეს უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | პარიზის უნივერსიტეტი, ჟენევის უნივერსიტეტი და კალვინის კოლეჯი[15] |
სამეცნიერო ხარისხი | მედიცინის დოქტორი |
მეუღლე | ფენი ტორასი |
შვილ(ებ)ი | ალფონს დეკანდოლი |
ჯილდოები | სამეფო მედალი და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[16] |
გავლენა მოახდინეს | |
ხელმოწერა | |
საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1810),[17] ლონდონის სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი (1822), სანქტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო (1826) და უცხოელი წევრი (1835), აგრეთვე შვედეთის, ბავარიისა და პრუსიის მეცნიერებათა აკადემიების წევრი. სამეფო მედლის კავალერი (1833).
იგი იყო ბოტანიკოსების, ალფონს დეკანდოლის მამა და კაზიმირ დეკანდოლის ბაბუა. დეკანდოლი მოხსენიებულია 16605-მდე მცენარის დასახელების ავტორად ან თანაავტორად.[18]
მისი სტანდარტული საავტორო ბოტანიკური შემოკლებაა DC.[18]