ოლივერ კანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ოლივერ როლფ კანი (გერმ. Oliver Rolf Kahn; დ. 15 ივნისი, 1969, კარლსრუე, გფრ) — ყოფილი გერმანელი საფეხბურთო მეკარე, მეტსახელად „ტიტანი“. მან თავისი კარიერა დაიწყო კარლსრუეს ახალგაზრდულ გუნდში. მისი დებიუტი პროფესიონალთა გუნდში შედგა 1987 წელს. 1994 წელს, ის გადავიდა მიუნხენის ბაიერნში 4,600,000 გერმანული მარკის სანაცვლოდ, სადაც მან ითამაშა თავისი კარიერის ბოლომდე (2008 წელი).
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ოლივერ როლფ კანი | ||
დაბადების თარიღი | 15 ივნისი, 1969 (1969-06-15) (54 წლის) | ||
სიმაღლე | 188 სმ. | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1975-1987 | კარლსრუე | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1987-1990 | კარლსრუე II | 73 | (0) |
1987-1994 | კარლსრუე | 128 | (0) |
1994-2008 | ბაიერნი | 429 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
1994-2006 | გერმანია | 86 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ის თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გერმანელი მოთამაშეა, რომელმაც რვაჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონის ტიტული, ექვსჯერ გერმანიის თასი, უეფას თასი(1996), უეფას ჩემპიონთა ლიგის თასი და საკონტინენტთა შორისო თასი(ორივე 2001). თავისმა ინდივიდუალურმა წვლილმა მას მოუტანა უეფას საუკეთესო მეკარის 4 ჯილდო, სამჯერ "IFFHS"-ის ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო მეკარის ჯილდო და ორი გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო. 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ის გახდა პირველი და ერთადერთი მეკარე ტურნირის ისტორიაში, რომელმაც მოიგო ოქროს ბურთი.
1994 წლიდან 2006 წლამდე, კანი ასპარეზობდა გერმანიის ნაკრებში, რომელშიც ის ძირითად მეკარედ ანდრეას კეპკეს სანაკრებო კარიერის დასრულების შემდგომ იქცა. 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებმა კანის კაპიტნობით მიაღწია ფინალამდე. მაშინ, როდესაც გერმანიის ნაკრები რამდენიმეჯერ შერცხვა მთელი ამ ხნის მანძილზე თავიანთი ცუდი ასპარეზობის გამო, კანის სიმამაცეს ყოველთვის აღტაცებაში მოყავდა მაყურებელი და სწორედ მისი დამსახურება იყო გერმანიის ნაკრების ფინალში გასვლა, სადაც ისინი ბრაზილიის ნაკრებთან დამარცხდნენ 0-2. ამ მატჩის შემდეგ კანი მკაცრად გააკტირიკეს, რადგან მას ბრაზილიელი ფორვარდის რივალდოს დარტყმული ხელიდან გაუვარდა, რის შედეგადაც რონალდოს ბურთის კარის ბადეში გადაგზავნა არ გასჭირვებია. მიუხედავად ამისა, ის დასახელდა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად და მიიღო ოქროს ბურთის ჯილდო.