From Wikipedia, the free encyclopedia
რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა (პორტ. Ronaldo Luís Nazário de Lima; 18 სექტემბერი, 1976) — ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი. ფეხბურთის სპეციალისტებისა და გულშემატკივრების მიერ მიჩნეულია მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად.[1] ბრაზილიელს ორჯერ აქვს მოგებული ოქროს ბურთი — 1997 და 2002 წლებში. რონალდო ზინედინ ზიდანთან ერთად, ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც სამჯერ აქვს მოგებული ფიფა-ს წლის ფეხბურთელის ჯილდო და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 83-ე ადგილზე დასახელდა.[2] ბრაზილიური ფეხბურთის მუზეუმის დიდების დარბაზის წევრი.[3]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა | ||
დაბადების თარიღი | 18 სექტემბერი, 1976 | ||
სიმაღლე | 183 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1990–1991 | სოციალ რამოსი | ||
1991–1993 | სან-კრისტოვანი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1993 1994–1996 1996–1997 1997–2002 2002–2007 2007–2008 2009–2011 |
კრუზეირო პსვ ბარსელონა ინტერი რეალ მადრიდი მილანი კორინთიანსი |
34 46 37 68 127 20 52 |
(34) (42) (34) (49) (83) (9) (29) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
1994–2011 | ბრაზილია | 98 | (62) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 1 ივნისი, 2013 (UTC) ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 1 ივნისი, 2013 (UTC) |
სახელი რონალდო ექიმ რონალდო ვალენტეს პატივსაცემად დაარქვეს. მისი და — იონე და ძმა — ნელინიო კი მას „დადადოს“ ეძახიან.[4]
ბევრი ვარსკვლავის მსგავსად, რონალდოც ღარიბ–ღატაკ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. მამამისი ნელიო ნაზარიო დე ლიმა იმხანად სატელეფონო კომპანია „ტელირში“ მუშაობდა, დედა სონი დოს სანტოს ბარატა კი პიცერიაში დამლაგებელი იყო. ოთხი წლის ასაკში რონალდომ მამისგან სანუკვარი საჩუქარი – ტყავის ბურთი მიიღო და მას შემდეგ ის ბურთის გარეშე აღარავის უნახავს. ბიჭუნას მოზრდილები ახლოს არ იკარებდნენ და მას ისღა დარჩენოდა, თავის საყვარელ ტყავის ბურთთან განმარტოვებულიყო... რონალდოს სკოლა არასოდეს იზიდავდა, მას ქუჩაში ყოფნა ერჩივნა. გავიდა დრო, რონალდო ყოველდღიურად საოცარი მონდომებით ვარჯიშობდა – პასებს, დარტყმებს ამუშავებდა. თავს არ ზოგავდა. მისგან რაკეტასავით სწრაფი, ნებისმიერი ეზოს გუნდისთვის სასურველი ფეხბურთელი დადგა.
1988 წელს რონალდომ თავის პირველ გუნდში „ვალკუერეში“ დაიწყო თამაში. რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვეოთ, ის მეკარე იყო. თუმცა, მეკარის ხელთათმანებზე მეტად მას თავდასხმაში თამაში იზიდავდა და რადგან გოლების გატანის შნოც აღმოაჩნდა, მწვრთვნელებმა კარი სხვას ჩააბარეს. მალე რონალდოს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი დადგა. ეს „ვასკო და გამასთან“ მატჩში მოხდა. „ვალკუერემ“ მეტოქე რონალდოს გოლების წყალობით დაამარცხა. ეს ამბავი გუნდ „სოციალ რამოსის“ ხელმძღვანელს არ გამოპარვია, რომელმაც ფეხბურთელის დედის წინააღმდეგობის მიუხედავად, მისი გადაბირება მოახერხა.
პირველმა დიდმა წარმატებამაც არ დააყოვნა. რონალდო ქვეყნის 17–წლამდე ასაკის ბავშვთა ნაკრებში მოხვდა და კოლუმბიაში გამართულ სამხრეთ ამერიკის ჭაბუკ ნაკრებთა ჩემპიონატის საუკეთესლ ფეხბურთელი გახდა. საერთაშორისო არენაზე ასეთი შთამბეჭდავი დებიუტის შემდეგ ფეხბურთელი მისმა მფლობელებმა – პიტამ და მარტინსმა, რომლებსაც იგი 7500 დოლარად ჰყავდათ ნაყიდი, „კრუზერიოს“ 50 000 დოლარად მიჰყიდეს.
ჰოლანდიურ „პსვ-ში“ გადასვლა რონალდოს კარიერაში უდავოდ დიდი ნახტომი იყო. „პსვ–ს“ მენეჯერს, არნესენს, ხოტბა შეასხეს, ყოჩაღ თქვენ, ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი რომ აღმოაჩინეთო. ამაზე არნესენმა განაცხადა, რონალდოს შეძენას ტყუილად მილოცავთ, ასეთ ნიჭიერ ფორვარდს ბებიაჩემიც კი დაინახავდაო. რონალდო კომპანია „ნაიკმაც“ შენიშნა და სპონსორად მოევლინა, არადა, მანამდე სულ რაღაც ერთი წლის წინ ბრაზილიელს „ნაიკის“ ბუცების შესაძენი ფულიც კი არ ჰქონდა.
1996 წელს რონალდო ამერიკაში, ატლანტის ოლიმპიადაზე გაემგზავრა. ბრაზილიის ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა,რონალდო კი გუნდის რიგებში ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა. შედეგად, ფეხბურთელის შეძენით კატალონიური „ბარსელონა“ დაინტერესდა და რონალდო 20 მილიონ დოლარად კატალონიაში გაემგზავრა.
„ბარსასთან“ რონიმ მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა, პარალელურად „ნაიკმაც“ სასწრაფოდ მიიღო ზომები. ბრაზილიელის სპონსორობას ხომ უკვე ბევრი ცნობილი ფირმა ნატრობდა. იმ პერიოდიდან მსოფლიოში „რონალდომანია“ დაიწყო.
„ინტერმა“, მილანმა და იტალიამ რონალდო პირველივე დღიდან შეიყვარა. სერია ა–ში შესრულებული მეორე ჰეთ–თრიკის შემდეგ, ფანებმა რონალდოს „ფენომენი“ შეარქვეს. პირველ „ინტერულ“ სეზონში მან უამრავი ჯილდო მოიპოვა: ოქროს ბუცი, ოქროს ბურთი და ფიფა-ს წლის ფეხბურთელის ტიტული.
მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზე რონალდო ბრაზილიის ნაკრების მთავარი იმედი იყო.
კორეა–იაპონიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც მეტად სკანდალური გამოდგა, ბრაზილიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. რონალდომ თავისი შესანიშნავი თამაშის წყალობით ყველა განაცვიფრა და 8 გატანილი გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ რონალდო „რეალ მადრიდში“ გადავიდა. „სამეფო კლუბმა“ მისი შეძენა 50 მილიონად შეძლო. „რეალში“ რონალდომ ოთხი შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. 2006 წლის მუნდიალზე მან კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, 3 გოლი გაიტანა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში გატანილი 15 გატანილი გოლით. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ „რეალში“ არცთუ წარმატებით თამაშობდა, ამიტომ 2007 წლის თებერვალში 7,5 მილიონის სანაცვლოდ „მილანში“ გადავიდა და გოლების გატანაც დაიწყო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.