From Wikipedia, the free encyclopedia
ორჰუსი (დან. Aarhus) — მეორე უმსხვილესი ქალაქი დანიაში. ქვეყნის უმთავრესი ნავსადგური მდებარეობს იუტლანდიის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ მხარეს, დანიის გეოგრაფიულ ცენტრში. ქალაქი ორჰუსის მუნიციპალიტეტის ცენტრია და მისი მოსახლეობა 315 193 ადამიანია, ცენტრალური ურბანული არეალის კი 252 213 (2012 წ). „დიდი ორჰუსის“ აგლომერაციის მოსახლეობა 1,2 ადამიანს აღწევს,[1][2][3] რაც დანიის მთლიანი მოსახლეობის 23%-ია. ორჰუსს არაოფიციალურად „იუტლანდიის დედაქალაქს“ უწოდებენ.[4]
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ორჰუსი დან. Aarhus | |||
| |||
ქვეყანა | დანია | ||
რეგიონი | ცენტრალური იუტლანდია | ||
კოორდინატები | 56°09′00″ ჩ. გ. 10°13′00″ ა. გ. | ||
დაარსდა | VIII საუკუნე | ||
ფართობი | 91 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 6±1 მეტრი, 105 მეტრი | ||
მოსახლეობა | 252 213 კაცი (2012) | ||
სიმჭიდროვე | 2 669 კაცი/კმ² | ||
აგლომერაცია | 1 245 046 | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 8 | ||
საფოსტო ინდექსი | 8000, 8100, 8200, 8210, 8220, 8229, 8230, 8240, 8245, 8250, 8260 და 8270 | ||
ოფიციალური საიტი | https://aarhus.dk | ||
ორჰუსი აღმოსავლეთ იუტლანდიის მეტროპოლიური არეალის მთავარი და უდიდესი ქალაქია, აღმოსავლეთ იუტლანდიის სხვა 17 მუნიციპალიტეტს შორის.[5] ორჰუსი მეორე დანიაში უმსხვილესი ურბანული არეალია კოპენჰაგენის შემდეგ.[6]
ორჰუსის ეპარქია ახ. წ. 951 წლით თარღდება, აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა კი 1300 წლით, ვიკინეგბის ხანით. თავად ქალაქი კი სავარაუდოდ ახ. წ. 770 წელზე უფრო ადრე უნდა იყოს დაარსებული, რის შედეგადაც ის სკანდინავიის უძველესი დიდი ქალაქია. გერმანიასა ბალტიის ქვეყნებს შორის სავაჭრო გზებზე ხელსაყრელი მდებარეობის წყალობით, ამ ქალაქს განსაკუთრებული როლი ჰქონდა, რაც დღემდე გრძელდება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.