აგლომერაცია

From Wikipedia, the free encyclopedia

Remove ads

საქალაქო აგლომერაცია (ლათ. agglomero, „ვუერთებ“) — დასახლებული პუნქტების, მეტწილად ქალაქური ტიპის, კომპაქტური დაჯგუფება, რომლებიც ალაგ-ალაგ ერთმანეთს ერწყმის და ერთიანდება რთულ მრავალკომპონენტურ დინამიკურ სისტემაში ინტენსიური საწარმოო, სატრანსპორტო და კულტურული კავშირებით.

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აგლომერაცია (მრავალმნიშვნელოვნება).

ანსხვავებენ მონოცენტრისტულ (ერთი მსხვილი ქალაქი-ბირთვის გარშემო ფორმირებული, მაგ. თბილისის აგლომერაცია) და პოლიცენტისტულ აგლომერაციებს (რომელთაც რამდენიმე ქალაქი-ბირთვი აქვთ, მაგ. რურის აუზში ქალაქების დაჯგუფება გერმანიაში).

გაერთიანების მთავარი კრიტერიუმებია:

  • მასიური სამსახურებრივი, საგანმანათლებლო, საყოფაცხოვრება, კულტურული და რეკრეაციული მგზავრობები;
  • 1,5 საათის ფარგლებში დანიშნულების ადგილის მისაწვდომობა ტრანსპორტის კორიდორების გასწვრივ (რკინიგზა, ავტოგზა და მდინარე);
  • რეგულარული საგარეუბნო ელექტრომავლების, ავტობუსების, თბომავლების არსებობა;
  • საკუთარი ადმინისტრაციული რეგიონების დაქვემდებარებაში არსებული დასახლებები, გარდა ყველაზე მჭიდროდ მიმდებარე ურბანული დასახლებებისა;
  • აეროპორტის, სარკინიგზო კვანძი-ტერმინალის, სამდინარო პორტი-ტერმინალის ერთიანობა;
  • მჭიდრო დასახლება სატრანსპორტო კორიდორების გასწვრივ.
Remove ads

უმსხვილესი აგლომერაციები

Thumb
დიდი ტოკიოს არეალი, სადაც 35 მილიონ ადამიანზე მეტი ცხოვრობს

დედამიწის უმსხვილესი აგლომერაციები, რომელთა მოსახლეობა 10 მილიონს აღემატება (2007 წლის 21 აპრილის მონაცემებით):

მეტი ინფორმაცია აგლომერატი, მცხოვრები ...
Remove ads

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads