პავლე მოციქულის ეპისტოლეების ქართული ხელნაწერები
From Wikipedia, the free encyclopedia
პავლეს ეპისტოლეები ― წმინდა პავლე მოციქულის წერილებია, რომლებიც ახალი აღთქმის უმნიშვნელოვანეს ნაწილად არის მიჩნეული; ამ თხზულებებში გადმოცემული ადრექრისტიანული დოგმები მოძღვრების განვითარების საფუძველს წარმოადგენს.ეპისტოლეების პირველი ქართული ვერსიები ხელნაწერების სახით არის შემორჩენილი. ისინი[1] X-XIV საუკუნეებშია შექმნილი სხვადასხვა ეკლესია-მონასტერში, რის გამოც ერთმანეთისაგან როგორც შინაარსობრივად (სტრუქტურულად) , ისე მორფოლოგიურ-ორთოგრაფიულადაც განსხვავდებიან.
საქართველომ სახელმწიფო ნიშნების ჩამოყალიბებისთანავე აირჩია ევროპული გზა მათი ღირებულებებისაკენ სწრაფვით. მეორე-მეასამე საუკუნეებში ევროპაში ძლიერდება ქრისტიანობა, რომელიც ცვლის მათ პოლიტიკურ ცხოვრებასაც. აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის ქრისტიანობა არა მხოლოდ რელიგიური, არამედ პოლიტიკური სტაბილურობის საწინდარი იყო.
სხვადასხვა ისტორიული წყარო გადმოგვცემს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქართლში 376 წლამდეც ქრისტიანობის მრავალი კერა არსებობდა. ამ დროიდან უნდა დაწყებულიყო ბიბლიის თარგმნა მშობლიურ ენაზე, თუმცა არსებობდა სხვადასხვა ხელმშემშლელი ფაქტორი,მაგალითად, როგორიც იყო ანტიოქიური ეკლესიის დაქვემდებარებში ყოფნა და სხვ.
უძველესი ქართული ხელნაწერები მეცხრე საუკუნით თარიღდება, თუმცა მეცნიერები ეჭვობენ, რომ საუკუნეების წინაც არსებობდა სხვადასხვა ქრისტიანული ტექსტის თარგმანები. მოცემულ ფაქტთა მიხედვით, საქართველოსთვის მნიშვნელოანი იყო ქრისტიანული კულტურის გავრცელება. პავლეს ეპისტოლეების თარგმნა ამ ფართომასშტაბიანი პროცესის ნაწილია.
ხელნაწერები სხვადასხვა დროს აღწერეს ილია აბულაძემ[2], ანა ბაქრაძემ[3], ელენე მეტრეველმა[4][5][6], ცაცა ჭანკიევმა, რუსუდან გვარამიამ, ლილი ხევსურიანმა, ლალი ჯღამაიამ[7], რობერტ ბლეიკმა , თედო ჟორდანიამ, ივანე ჯავახიშვილმა[8], ალექსანდრე ცაგარელმა[9], ევსევი ნიკოლაძემ, ნიკო მარმა[10] ,თამარ ბრეგაძემ[11], მიხეილ ქავთარიამ, ლილი ქუთათელაძემ[12], ციალა კახაბრიშვილმა, თამილა მგალობმლიშვილმა და კორნელი კეკელიძემ.