რესპუბლიკური პარტია (აშშ)
From Wikipedia, the free encyclopedia
აშშ-ს რესპუბლიკური პარტია (Republicans, Grand Old Party, GOP) — აშშ-ს ერთ-ერთი ძირითადი პოლიტიკური პარტია. პარტიის არაოფიციალური სიმბოლოა — სპილო, „პარტიის ფერი“ — წითელი. დაფუძნდა 1854 წ. 22 თებერვალს უისკონსინის შტატის ქ. რიპონში. პარტიის პლატფორმა ეფუძნება ამერიკულ კონსერვატიზმს და უკავია მემარჯვენე-ცენტრისტული პოზიცია განსხვავებით მემარცხენე-ცენტრისტული დემოკრატიული პარტიისგან. რესპუბლიკური პარტია დაარსდა 1854 წელს კანზასი-ნებრასკას აქტის ოპონენტების მიერ. აღნიშნული აქტი უფლებას იძლეოდა, გავრცელებულიყო მონობა აშშ-ს გარკვეულ ტერიტორიებზე. პარტია მხარს უჭერდა კლასიკურ ლიბერალიზმს, ეწინააღმდეგებოდა მონობის გავრცელებას და მხარს უჭერდა ეკონომიკურ რეფორმას.[1][2] აბრაამ ლინკოლნი იყო პირველი რესპუბლიკელი პრეზიდენტი. მისი და რესპუბლიკური კონგრესის მმართველობის ქვეშ აიკრძალა მონობა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1865 წელს. 1912 წლის შემდეგ პარტიის იდეოლოგიური ხედვა გადაიხარა მემარჯვენეობისკენ.[3] XXI საუკუნეში რესპუბლიკური პარტიის იდეოლოგიას წარმოადგენს ამერიკული კონსერვატიზმი, რომელიც აერთიანებს ეკონომიკურ პოლიტიკასა და სოციალურ ღირებულებებს. პარტია მხარს უჭერ დაბალ გადასახადებს, თავისუფალ ვაჭრობას, კაპიტალიზმს, ეწინააღმდეგება აბორტს და ემხრობა დერეგულაციებს. უზენაესი სასამართლოს მიერ 1973 წელს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ პარტია აშკარად დაუპირისპირდა აბორტს და მოიპოვა მომხრეები ევანგელიკური ეკლესიის მრევლში.[4] ასევე, აქტიურად იყო ჩართული პროტექციონიზმსა და ტარიფების საკითხებში. თავისუფალი ვაჭრობის მხარდაჭერით კი კიდევ უფრო მეტი მომხრე მოიპოვა. დონალდ ტრამპის ჩათვლით 19 პრეზიდენტი არის რესპუბლიკური პარტიიდან.
Republican Party რესპუბლიკური პარტია | |
---|---|
ისტორია | |
დაფუძნდა | 1854 |
პოზიციები | |
იდეოლოგია | კონსერვატიზმი, სოციალური კონსერვატიზმი, ფისკალური კონსერვატიზმი, ეკონომიკური ლიბერალიზმი, ლიბერტარიანული კონსერვატიზმი |
საერთაშორისო კავშირები | |
საერთაშორისო აკრედიტაცია | საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი |
წარმომადგენლობითობა | |
სენატი |
50 / 100 |
წარმომადგენელთა პალატა |
211 / 435 |
გუბერნატორები |
28 / 50 |
შტატის ზედა პალატა |
1 091 / 1 972 |
შტატის ქვედა პალატა |
2 918 / 5 411 |
ფერები | წითელი |
შტაბ-ბინა | 310 First Street NE ვაშინგტონი, 20003 |
www.gop.com |