![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/fc/Istana_Siak.jpg/640px-Istana_Siak.jpg&w=640&q=50)
რიაუ
From Wikipedia, the free encyclopedia
რიაუ (ინდონ. Riau) — პროვინცია ინდონეზიაში. მდებარეობს კუნძულ სუმატრის აღმოსავლეთ სანაპიროს ცენტრში, მალაკის სრუტის გასწვრივ. 2004 წლამდე იგი მოიცავდა სუმატრის აღმოსავლეთით და სინგაპურის სამხრეთით მდებარე რიაუს კუნძულებსაც, სანამ მათ ცალკე პროვინციის სტატუსი მიენიჭებოდა. დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქია პეკანბარუ. სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია დუმაი, სელატ-პანჯანგი, ბაგანსიაპიაპი, ბენგკალისი, რენგატი.
პროვინცია | |||||
---|---|---|---|---|---|
რიაუ Riau | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
ადმ. ცენტრი | პეკანბარუ | ||||
შიდა დაყოფა | Bengkalis[1] [2] , Dumai[1] [2] , Indragiri Hilir[1] [2] , Indragiri Hulu[1] [2] , Kampar[1] [2] , Meranti Islands[1] [2] , Kuantan Singingi[1] [2] , პეკანბარუ[1] [2] , Rokan Hilir[1] [2] , Rokan Hulu[1] [2] , Siak[1] [2] და Pelalawan[1] [2] | ||||
კოორდინატები | 0°32′24″ ჩ. გ. 101°27′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Syamsuar | ||||
დაარსდა | 10 აგვისტო, 1957 | ||||
ფართობი | 87 023,66 კმ² | ||||
მოსახლეობა | 5 543 031[3] კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 64 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+07:00]] | ||||
საფოსტო ინდექსი | 28111 - 29569 | ||||
საავტომობილო კოდი | BM | ||||
ოფიციალური საიტი | riau.go.id | ||||
![]() | |||||
რიაუ ამჟამად ინდონეზიის ერთ–ერთი უმდიდრესი პროვინციაა, განსაკუთრებით ბუნებრივი რესურსებით — ნავთობით, ბუნებრივი აირით, კაუჩუკით, პალმის ზეთით. 1982–2005 წლებში მნიშვნელოვნად დაზარალდა ხე–ტყის უკანონო ჩეხვით, როს შედეგადაც ტყით დაფარული 78 % ტერიტორია 33 %–მდე შემცირდა.[4] დეფორესტაცია ძირითადად ზეთის პალმის გაშენებისა და ქაღალდისთვის მიმდინარეობდა. მცენარეული საფარის სასტიკად შემცირებამ წყალდიდობებისა და მეწყერის საფრთხე არა მარტო რიაუს პროვინციას, არამედ მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურსაც შეუქმნა.[5][6]
2010 წლის აღწერის მონაცემებით, პროვინციის მოსახლეობა 5 543 031 ადამიანს შეადგენს.
ადმინისტრაციული თვალსაზრისით, რიაუ ათ სარეგენტოსა და ორი ავტონომიური ქალაქისგან შედგება.