ქალაქი რუსეთში From Wikipedia, the free encyclopedia
სალსკი (რუს. Сальск) — რაიონული დაქვემდებარების ქალაქი რუსეთში, როსტოვის ოლქში. სალსკის რაიონისა და სალსკის საქალაქო დასახლების ადმინისტრაციული ცენტრი მდებარეობს მდინარე სრედნი-ეგორლიკის ნაპირზე. დაარსდა 1812 წელს, ქალაქის სტატუსი მიიღო - 1926 წელს. ქალაქის მოსახლეობა 2021 წლის მონაცემებით შეადგენს 57 937 კაცს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სალსკი Сальск | |||||
ქალაქის ცენტრალური ქუჩა, ყოფილი სასტუმრო | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
რეგიონი | როსტოვის ოლქი | ||||
კოორდინატები | 46°29′00″ ჩ. გ. 41°32′00″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 1812 | ||||
პირველი ხსენება | 1812 | ||||
ადრეული სახელები | 1918-მდე - ტორგოვაია, 1920-მდე - მარკოვი, 1926-მდე - ტორგოვი | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1926 | ||||
ფართობი | 43.883 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 29 მ | ||||
მოსახლეობა | 57 937 (2021)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 86372 | ||||
საფოსტო ინდექსი | 347630, 347631, 347632,347633, 347634, 347636, 347639, 347640, 347649 | ||||
ოფიციალური საიტი | http://adm-salsk.ru/ | ||||
ყოველწლიურად 1987 წლიდან, სექტემბრის მესამე შაბათს აღნიშნავენ ქალაქის დღეს.
ქალაქი სალსკი მდებარეობს როსტოვის ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, დონ-ეგორლიკის დაბლობის ფარგლებში, მდინარე სრედნი-ეგორლიკის ხეობაში. ზღვის დონიდან საშუალო მდებარეობაა 29 მეტრი[2]. ადგილის რელიეფი ვაკიანია. მდინარე სრედნი-ეგორლიკი ქალაქს ყოფს ორ არათანაბარ ნაწილად. ქალაქის უდიდესი ნაწილი მდებარეობს მდინარის მარჯვენა სანაპიროზე[3].
საავტომობილო გზის მიხედვით დაშორება დონის როსტოვამდე არის 180 კმ, უახლოესი ქალაქია პლორეტარსკი - 29 კმ.
კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით ქალაქი მდებარეობს ნოტიო კონტინენტალური კლიმატის ზონაში, ზომიეად ცივი ზამთრით და ცხელი ზაფხულით[2].
ერთ-ერთი პირველი დასახლება, რომელიც არსებობდა თანამედროვე ქალაქის ადგილზე იყო ხუტორი იუდიჩევი, რომელიც დაარსდა მდინარე სრედნი-ეგორლიკის ნაპირზე 1812 წელს[4]. 1849 წელს ეწოდა ვორონცოვსკოე, კავკასიის მეფისნაცვლის მიხეილ ვორონცოვის სურვილის შესაბამისად, რომელმაც 1849 წელს ღამე გაათენა ხუტორში[5]. XX საუკუნის დასაწყისში ხუტორმა მიიღო ახალი სახელწოდება ვორონცოვო-ნიკოლაევსკოე (იმპერატორ ნიკოლოზ II-ის პატივისცემის ნიშნად). სოფელი შედიოდა სტავოპოლის გუბერნიის მედვეჟიეს მაზრის შემადგენლობაში.
XIX საუკუნის დასასრულს რუსეთის ეკონმიკურმა აღმავლობამ გამოიწვია სარკინიგზო მშენებლობის სწრაფი ზრდა ჩრდილოეთ კავკასიაში და ეს რეგიონი გახდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის, ძირითადად ხორბლის, მიმწოდებელი.
აღნიშნულმა ამბებმა შეცვალა სოფლის ბედი, რომელიც გახდა სადგური „ტიხორეცკაია-ცარიცინის“ რკინიგზის ხაზზე. 1899 წელს სოფელ ვორონცოვსკოედან ერთ კილომეტრში ჩამოყალიბდა სადგური ტორგოვაია. 1916 წელს ააგეს რკინიგზის ხაზი ბატაისკი-ტორგოვაია, სადგური ტორგოვაია გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძი. 1906 წელს სადგურ ტორგოვაიაში გაიხსნა გერმანული წარმოშობის მეწარმის ფოგელის, მექანიკური სახელოსნო. 1910 წელს გაიხსნა შოლცის ტყავის გადამამუშავებელი ქარხანა.
1913 წელს სადგურ ტორგოვაიაში ჩამოყალიბდა რუსულ-ყივჩაყური პროგიმნაზია, რომელიც განთავსდა თანამედროვე თავისუფლებისა და საბჭოს ქუჩის გადაკვეთზე. 1915 წელს ეს პროგიმნაზია გადაკეთდა შერეული ტიპის გიმნაზიად (ერთად სწავლობდნენ ბიჭებიც და გოგონებიც), 1916 წელს გოგონები გადავიდნენ ახალ შენობაში, რომელიც მდებარეობდა თანამედროვე მოსკოვის ქუჩაზე.
1917 წლის ნოემბერში, პეტროგრადში რევოლუციის შემდეგ სადგურ ტორგოვაიაში რკინიგზის მუშებმა ჩამოაყალიბეს ამ რაიონში პირველი მუშათა საბჭოები, რომელსაც ხელმძღვანელობდა ვასილი ჟიგალოვი, ძმები ვიქტორ და ათანასე კრასნოვები1917 წის ნოემბრის ბოლოს შედგა დელეგატების პირველი კრება, მათ შორის სოფელ ვორონცოვო-ნიკოლაევსკოეში, რომელშიც მოხდა მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა დეპუტატთა საბჭოების ჩამოყალიბება.
სამოქლაქო ომის პერიოდში სადგური ტორგოვაია იყო უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუნქტი. თეთრგვარდიელებსა და წითელარმიელებს შორის ამ რაიონში გაიმართა სასტიკი ბრძოლები. 1918 წლის ივნისის ბოლოს დენიკინის არმიამ დიპყრო სადგური ტორგოვაია. ახალი ხელისუფლება სასტიკად გაუსწორდა პირველი რევოლუციური კომიტეტის ორგანიზატორებს, ისინი დახვრიტეს.
1918 წელს გენერალ სერგეი მარკოვის პატივისცემის ნიშნად, რომელიც დაიღუპა სტანიცა შაბლიევსკაიასთან, დენიკინმა სოფელ ვორონცოვო-ნიკოლაევსკოეს უწოდა ქალაქი მარკოვი (1920 წელს დაუბრუნდა ძველი სახელწოდება ვორონცოვო-ნიკოლაევსკოე).
საბჭოთა ხელისუფლების საბოლოოდ დამყარების შემდეგ მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები ადმინისტრაციულ დაყოფაში. 1920 წლის ივნისში სოფელი ვორონცოვო-ნიკოლაევსკოე გახდა სტავროპოლის გუბერნიის ცენტრი. 1924 წლამდე სოფელი ვორონცოვო-ნიკოლაევსკოე და სადგური ტორგოვაია შედიოდა სტავროპოლის გუბერნიის ვორონცოვო-ნიკოლაევსკოეს მაზრის შემადგენლობაში.1924 წელს სალსკის ოლქის ცენტრი გადაიტანეს სადგურ ტორგოვაიაში.
1926 წლის 1 მარტს სოფელი ტორგოვოი გახდა ქალაქი სალსკი. 1930 წელს კი ვორონცოვო-ნიკოლაევსკოეს რაიონს ეწოდა სალსკის რაიონი, რომლის ცენტრიც გახდა ქალაქი სალსკი.
1928 წელს ქალაქში აშენდა ცენტრალური საავადმყოფო გათვლილი 125 საწოლზე. 1935 წელს ააშენეს სავაგონო დეპო.
დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე სალსკის სამხედრო კომისარიატმა დაიწყო მოსახლეობის გაწვევა ფრონტზე. ომის წლებში ფრონტზე გაიწვიეს 16 750 ადამიანი, რომელთაგან 7 584 ვერ დაბრუნდა ბრძოლის ველიდან.
1942 წლის 31 ივლისიდან 1943 წლის 22 იანვრამდე სალსკი ოკუპირებული იყო გერმანელ ფაშისტთა მიერ. ოკუპაციის პერიოდში აგურის ქარხნის ტერიტორიაზე გერმანელებმა ცამოაყალიბეს საკონცენტრაციო ბანაკი, სადაც მოათავსეს როგორც სამხედრო ტყვეები ისე მშვიდობიანი მოსახლეობა. ოკუპაციის განმავლობაში გერმანელებმა ბანაკში დახვრიტეს 3 000 საბჭოთა მოქალაქე[6].
1943 წლის 22 იანვარს ქალაქი სალსკი გაათავისუფლეს ფაშისტური ძალებისაგან. ოკუპაციის პერიოდში ქალაქში დაინგრა ბევრი შენობა. საერთო ზარალმა შეადგინა 317 204 000 რუბლი (1943 წლის კურსით)[7].
ომის ასრულების შემდეგ მოკლე დროში მოხდა ქალაქის აღდგენა და დაიწყო ეკონომიკური და სოციალური განვითარება.
1946 წელს სადგურ სალსკშიშეიქმნა ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზის სალსკის განყოფილება[8].
1957 წლის 31 მაისს სოფელი ვორონცოვო-ნიკოლაევსკოე გაუქმდა და შევიდა ქალაქ სალსკის ფარგლებში[9], შედეგად გაიზარდა ქალაქის სზღვრები და დაიწყო ყოფილი სოფლის ცენტრალური ქუჩის კეთილმოწყობა.
1962 წელს ქალაქის ფარგლებში შევიდა სოფელი კაპუსტინო[10]. ქალაქის მოსახლეობამ მიაღწია 50 000 კაცს.
1963 წელს სალსკი გახდა საოლქო დაქვემდებარების ქალაქი[11].
1970-იან წლებში სალსკი ვითარდებოდა, როგორც სამრეწველო ქალაქი. შენდებოდა ახალი ფაბრიკა-ქარხნები[12].
1994 წლის 27 მარტს ქალაქ სალსკისა და სალსკის რაიონის ტერიტორიაზე გაიმართა საქალაქო დუმის არჩევნები. 15 დეპუტატი აირჩიეს საქალაქო საბჭოში[13].
2005 წელს ქალაქმა სალსკმა მიიღო საქალაქო დასახლების სტატუსი სალსკის რაიონში.
ქალაქ სალსკში მდებარეობს:
ქალაქში მოქმედებს 18 საბავშვო ბაღი, დაწყებითი სკოლა-ბაღი, 10 საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, ხუთი საშუალო პროფესიული ტექნიკუმი და სალსკის მართვის, ბიზნესისა და სამართლის ინსტიტუტი.
გარდა ამისა მოქმეებს დამატებითი საგნამანათლებლო დაწესებულებები სალსკის პიონერთა და მოსწავლეთა სახლი, ნორჩ ტექნიკოსთა სადგური, ნორჩ ნატურალისტთა სადგური, სალსკის რაიონის სპორტული სკოლა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.