რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა
სსრკ-ის მოკავშირე რესპუბლიკა From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა, რსფსრ (რუს. Российская Советская Федеративная Социалистическая Республика, РСФСР) — თხუთმეტიდან ერთ-ერთი მოკავშირე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სსრ კავშირის შემადგენლობაში. დედაქალაქი — ქალაქი მოსკოვი.
პირველი საბჭოთა სახელმწიფო, რომელიც შეიქმნა რუსეთში ოქტომბრის რევოლუციის შედეგად, 1922–1991 წლებში — სსრკ-ში შემავალი ერთ-ერთი მოკავშირე რესპუბლიკა. მოკავშირე რესპუბლიკებს შორის ყველაზე დიდი ფართობით და მოსახლეობით და ეკონომიკურად ძლიერი რესპუბლიკა. რსფსრ-ზე მოდიოდა სსრ კავშირის სამი მეოთხედი ტერიტორია და ნახევარზე მეტი მოსახლეობა, ორი მესამედი მრეწველობა და დაახლოებით ნახევარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. სსრკ დაშლის შემდეგ იგი გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო, 1991 წლის 25 დეკემბრიდან იგი ატარებს ამჟამინდელ სახელწოდებას — რუსეთის ფედერაცია.
Remove ads
რსფსრ-ში 1989 წლისთვის იყო 6 მხარე: ალთაის, კრასნოდარის, კრასნოიარსკის, პრიმორიეს, სტავროპოლის და ხაბაროვსკის მხარე.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 482-502.
რესურსები ინტერნეტში
- (რუსული) Full Texts and All Laws Amending Constitutions of the Russian SFSR
- (ინგლისური) Russian Federation; The Whole Republic a Construction Site by D. S. Polyanski.
- (ინგლისური) Full 1918 RSFSR Constitution
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads