მუნიციპალიტეტი საქართველოში, იმერეთის მხარეში. From Wikipedia, the free encyclopedia
სამტრედიის მუნიციპალიტეტი — თვითმმართველი ერთეული იმერეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი სამტრედია.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
სამტრედიის მუნიციპალიტეტი | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
მხარე | იმერეთის მხარე | ||||
ადმ. ცენტრი | სამტრედია | ||||
კოორდინატები | 42°09′45″ ჩ. გ. 42°20′30″ ა. გ. | ||||
გამგებელი | დავით ბახტაძე | ||||
ფართობი | 364.1 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
მოსახლეობა | 48 562 კაცი (2014) | ||||
სიმჭიდროვე | 133,38 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,4 % სომხები 0,8 % რუსები 0,4 % უკრაინელები 0,1 %[1] | ||||
სარწმუნოებრივი შემადგენლობა | მართლმადიდებლები 98,5 %[2] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
ოფიციალური საიტი | https://samtredia.gov.ge/ | ||||
| |||||
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ძირითადი ნაწილი კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს, ხოლო მცირე ნაწილი საჯავახოს ზეგანზეა შეფენილი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიას შუაზე კვეთს მდინარე რიონი, სხვა მნიშვნელოვანი მდინარეა გუბისწყალი.
ტემპერატურა მერყეობს +5 °C–დან (იანვარი) +25 °C გრადუსამდე (ივლისი). ნალექების მაქსიმალური რაოდენოაბა ოქტომბერ-დეკემბერში ფიქსირდება (160 მმ.), მინიმალური კი - მაისში (20 მმ.).
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
1989 | 64 504 |
2002 | 60 429 |
2014 | 48 563 |
2021[3] | 43 400 |
სამტრედიის მუნიციპალიტეტში არის შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:
სამტრედიის მუნიციპალიტეტს გააჩნია საკუთარი სიმბოლიკა: სამტრედიის დროშა და სამტრედიის გერბი.
პარტია | 2017[4] | 2021[5] | ამჟამინდელი საკრებულო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ქართული ოცნება | 26 | 24 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნაციონალური მოძრაობა | 4 | 7 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საქართველოსთვის | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლელო | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ევროპული საქართველო | 2 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პატრიოტთა ალიანსი | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სულ | 33 | 33 |
მუნიციპალიტეტში ოთხი საავადმყოფო მოქმედებს: რაიონული (გათვლილია 50 საწოლზე), ბავშვთა და ბავშვთა და დედათა (გათვლილია 40 საწოლზე) საავადმყოფოები და მოზრდილთა პოლიკლინიკა. ოთხივე საავადმყოფო არსებობს შპს-ს ფორმით. ყველა მათგანი განთავსებულია ქალაქ სამტრედიაში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედებს 7 სადაზღვევო კომპანია.
სამტრედიაში სკოლამდელ დაწესებულებებს ხელმძღვანელობს ააიპ მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება, რომლის შემადგენლობაში შედის 20 ბაგა-ბაღი, ამათგან 11 ქალაქში, ხოლო 9 - სოფლებში. ბაღებს ემსახურება 50 პედაგოგი. სულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება ემსახურება 1005 აღსაზრდელს და უზრუნველყოფს მათ უფასო კვებას, აღზრდა-მომზადებას სასკოლოდ.
სამტრედიაში 16 საჯარო სკოლაა, აქედან 7 ქალაქ სამტრედიაში, ხოლო 9 - სხვადასხვა სოფელში.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში არის ერთი მუზეუმი — ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი სოფელ დიდ ჯიხაიშში, ორი სამუსიკო სკოლა (დიდ ჯიხაიშსა და სამტრედიაში), მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, ბიბლიოთეკა, კულტურის სახლი და სამხატვრო გალერეა ქალაქ სამტრედიაში.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვრცელდება ერთი ადგილობრივი გაზეთი „სამტრედიის მაცნე“.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1 და საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია:
აგრეთვე:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.