From Wikipedia, the free encyclopedia
სამხრეთი ევროპა — ევროპის კონტინენტის გეოგრაფიულად სამხრეთი რეგიონი.
სამხრეთ ევროპის განსაზღვრისათვის შეიძლება ვისარგებლოთ, როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მახასიათებლებით, ასევე ის შეიძლება განისაზღვროს თავისი ბუნებრივი თავისებურებითაც, როგორებიცაა მისი გეოგრაფია, კლიმატი და ფლორა.
გეოგრაფიული დაყოფით, სამხრეთ ევროპა ესაა, ევროპის ტერიტორიის სამხრეთი ნაწილი. ეს განმარტება პირობითია და არანაირად არ ზღუდავს მას. სამხრეთ ევროპა, გეოგრაფიულად, აერთიანებს ქვეყანათა 4 დიდ ჯგუფს. ესენია:
პირენეის ნახევარკუნძულის ქვეყნები:
აპენინის ნახევარკუნძულის ქვეყნები:
ბალკანეთის ნახევარკუნძულის ქვეყნები:
ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები:
დაქვემდებარებადი კუნძულები
სამხრეთი ევროპისათვის დამახასიათებელია ხმელთაშუა ზღვის კლიმატი. ხმელთაშუა ზღვის კლიმატი მოიცავს პორტუგალიას, ესპანეთს, სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთს, იტალიას, ალბანეთს, საბერძნეთს, თურქეთის დასავლეთ და სამხრეთ სანაპირო რეგიონებს, ასევე ხმელთაშუა ზღვის კუნძულებს. აღნიშნული რეგიონისათვის დამახასიათებელია მსგავსი მცენარეები და ლანდშაფტები, მათ შორის მშრალი გორაკები, მცირე ვაკეები, ფიჭვნარი და ზეთისხილი.
ცივი კლიმატი გვხვდება სამხრეთ ევროპის ზოგიერთ ნაწილში, მაგალითად ესპანეთსა და იტალიის მთის ზონებში. ამასთანავე, ესპანეთის ჩრდილოეთ სანაპირო ატლანტიკურ კლიმატს განიცდის.
არმენ ტახტაჯიანის მიერ შედგენილი ფლორისტიკული დარაიონების ნიხედვით, სამხრეთ ევროპაში გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის რეგიონისთვის დამახასიათებელი ფლორა. ხმელთაშუა ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის სუბტროპიკული კლიმატი გვხვდება ევროპის რეგიონის სამხრეთ ნაწილში, ძირითადად სამხრეთ პორტუგალიაში, ესპანეთში, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, იტალიაში, ხორვატიის სანაპიროზე, ბოსნიის, მონტენეგროს, სერბეთის, ალბანეთის, ჩრდილოეთი მაკედონიის, საბერძნეთისა და ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე.
ქვეყანა | ფართობი (კმ²) |
მოსახლეობა (2010 წლ.) |
მოსახლეობის სიმჭიდროვე (1 კმ²-ზე) |
დედაქალაქი |
---|---|---|---|---|
ალბანეთი | 28,748 | 2,821,977 | 111.1 | ტირანა |
ანდორა | 468 | 84,082 | 179.8 | ანდორა-ლა-ველა |
ბოსნია და ჰერცეგოვინა | 51,129 | 4,613,414 | 90.2 | სარაევო |
ბულგარეთი | 110,994 | 7,364,570 | 77 | სოფია |
ხორვატია | 56,594 | 4,489,409 | 81 | ზაგრები |
გიბრალტარი (გაერთიანებული სამეფო) | 6.8 | 29,431 | 4,328 | გიბრალტარი |
საბერძნეთი | 131,990 | 11,295,002 | 85.3 | ათენი |
იტალია | 301,338 | 60,418,711 | 200.5 | რომი |
ჩრდილოეთი მაკედონია | 25,713 | 2,114,550 | 82.2 | სკოპიე |
მალტა | 316 | 412,966 | 1,306.8 | ვალეტა |
მონტენეგრო | 13,812 | 672,181 | 50 | პოდგორიცა |
პორტუგალია | 92,090 | 11,317,192 | 114 | ლისაბონი |
სან-მარინო | 61 | 31,716 | 501 | სან-მარინო (ქალაქი) |
სერბეთი | 77,474 | 7,120,666 | 102.46 | ბელგრადი |
სლოვაკეთი | 20,273 | 2,054,199 | 99.6 | ლიუბლიანა |
ესპანეთი | 504,030 | 46,030,109 | 93 | მადრიდი |
თურქეთი (აღმოსავლეთი თრაკია) | 23,764 | 10,620,739 | 446.9 | ანკარა |
ვატიკანი | 0.44 | 826 | 1877 | ვატიკანი |
ჯამში | 1,338,694 | 164,127,170 | 122.60 |
რიგითობა | ურბანული დასახლება | ქვეყანა | მოსახლეობა[5] | სიმჭიდროვე (1 კმ²-ზე) |
---|---|---|---|---|
1 | სტამბოლი (ევროპული ნაწილი) | თურქეთი | 8,963,431 | 2,620 |
2 | მადრიდი | ესპანეთი | 6,171,000 | 4,600 |
3 | მილანი | იტალია | 5,257,000 | 2,800 |
4 | ბარსელონა | ესპანეთი | 4,693,000 | 4,300 |
5 | რომი | იტალია | 3,906,000 | 3,400 |
6 | ნეპალი | იტალია | 3,706,000 | 3,600 |
7 | ათენი | საბერძნეთი | 3,484,000 | 5,000 |
8 | ლისაბონი | პორტუგალია | 2,666,000 | 2,800 |
9 | ბელგრადი | სერბეთი | 1,700,000 | 3,300 |
10 | ვალენსია | ესპანეთი | 1,561,000 | 5,700 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.