სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირი
From Wikipedia, the free encyclopedia
სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირი (ესპ. Unión de Naciones Suramericanas, პორტ. União de Nações Sul-Americanas, ინგლ. Union of South American Nations, ნიდ. Unie van Zuid-Amerikaanse Naties, აკრონიმი Unasur და Unasul) — ეროვნებათშორისი და სამთავრობათშორისი კავშირი, რომელიც აერთიანებს ორ არსებულ თავისუფალი ვაჭრობის ორგანიზაციას — მერკოსურსა და ანდურ თანამეგობრობას — სამხრეთ ამერიკის ინტეგრაციის პროცესის ფარგლებში. გაერთიანება ეფუძნება ევროპის კავშირის მოდელს.
კავშირის ადმინისტრაციული ცენტრები მდებარეობს ქალაქ კიტოსა და კოჩაბამბაში.