მერკოსური
From Wikipedia, the free encyclopedia
მერკოსური (ესპ. Mercado Común del Sur, პორტ. Mercado Comum do Sul, გუარ. Ñemby Ñemuha) — სუბ-რეგიონული ბლოკი სამხრეთ ამერიკაში, რომელშიც შედიან არგენტინა, ვენესუელა, ბრაზილია, ურუგვაი და პარაგვაი. ასოცირებული ქვეყნებია ჩილე, ბოლივია, კოლუმბია, ეკვადორი და პერუ. დამკვირვებელი სახელმწიფოებია ახალი ზელანდია და მექსიკა.[1][2]
მერკოსური | |
---|---|
დევიზი |
"Nuestro Norte es el Sur" (ესპ) "Nosso norte é o Sul" (პორტ) „ჩვენი ჩრდილოეთი სამხრეთია“ |
შეიქმნა | 26 მარტი, 1991 (ასუნსიონის ხელშეკრულებით) |
სტატუსი | მოქმედი |
ტიპი | მთავრობათშორისი ორგანიზაცია |
შტაბ-ბინა |
მონტევიდეო სან-პაულუ ბუენოს-აირესი რიო-დე-ჟანეირო კარაკასი |
მდებარეობა | სამხრეთ ამერიკა |
წევრები |
5 სრული წევრი 5 ასოცირებული წევრი 2 დამკვირვებელი |
ენა |
პორტუგალიური ესპანური გუარანი |
ცვალებადი პრეზიდენტი | კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი |
დამფუძნებელი (-ები) | არგენტინა, ბრაზილია, პარაგვაი და ურუგვაი |
http://www.mercosur.int/, http://www.mercosur.int/pt-br/ და https://www.mercosur.int/en/ |
ორგანიზაციის მიზანია თავისუფალი ვაჭრობისა ხელშეწყობა და ხალხის, საქონლისა და ვალუტის თავისუფალი მოძრაობა. ოფიციალური ენებია ესპანური, პორტუგალიური და გუარანი.[3] დაარსების დღიდან, ორგანიზაცია მრავალჯერ განახლდა, შესწორდა და შეიცვალა. ამჟამად ის სრული საბაჟო კავშირი და სავაჭრო ბლოკია. მერკოსური და ანდების საზოგადოება სამხრეთ ამერიკის ინტერგრაციის უწყვეტი პროცესის ძირითადი კომპონენტებია, ორივე მათგანს კი სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირი აერთიანებს.