From Wikipedia, the free encyclopedia
სამხრეთ კორეას დიპლომატიური ურთიერთობები 191 სახელმწიფოსთან აქვს. ქვეყანა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში 1991 წელს გაწევრიანდა. სამხრეთ კორეამ არაერთ საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, მათ შორის: 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატს (იაპონიასთან ერთად). 2018 წლის 9-25 თებერვალს სამხრეთ კორეამ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა ფიონგჩანგში.
სამხრეთ კორეა არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ასეან +3-ის, აღმოსავლეთ აზიის სამიტისა და დიდი ოცეულის წევრი. იგი ასევე არის აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობისა და აღმოსავლეთ აზიის სამიტის დამფუძნებელი წევრი.
2007 წლის 1-ელ იანვარს სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი პან გი მუნი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივნად დაინიშნა და პოსტი 2016 წლის 31 დეკემბრამდე ეკავა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და სამხრეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ფორმალურად 1992 წლის 23 აგვისტოს დამყარდა. მანამდე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მხოლოდ კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას (ჩრდილოეთი კორეა) ცნობდა, ხოლო სამხრეთი კორეა მხოლოდ ტაივანს აღიარებდა. სამხრეთი კორეა აზიის ბოლო სახელმწიფო იყო, რომელმაც ჩინეთთან ურთიერთობები დაამყარა. ბოლო წლებში სხვადასხვა სექტორში ჩინეთსა და სამხრეთ კორეას შორის სტრატეგიული და ორმხრივი პარტნიორობა გაუმჯობესდა.
ორ სახელმწიფოს შორის პარტნიორობის ხელშემწყობი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები ვაჭრობა, ტურიზმი და მულტიკულტურალიზმია. მიუხედავად ამისა, ისტორიული, პოლიტიკური და კულტურული განხეთქილებები მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამხრეთ კორეასა და ჩინეთს შორის ურთიერთობებში.[1]
ლაოსსა და სამხრეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1974 წლის 22 ივლისს დაიწყო[2] და მომდევნო წლის 24 ივლისამდე გაგრძელდა. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 25 ოქტომბერს აღდგა.
ნეპალსა და სამხრეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1974 წლის 15 მაისს დამყარდა.[3] ნეპალის საელჩო სეულში მდებარეობს, ხოლო სამხრეთ კორეის საელჩო ― კატმანდუში.
ფილიპინებსა და სამხრეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1949 წლის 3 მარტს დამყარდა.[4] სამხრეთ კორეის საელჩო მანილაში მდებარეობს, ხოლო ფილიპინების ― სეულში.
სინგაპურსა და სამხრეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1975 წლის 8 აგვისტოს დაიწყო.[5] სინგაპურის საელჩო სეულში მდებარეობს, ხოლო სამხრეთ კორეის საელჩო ― სინგაპურში.
შრი-ლანკასა და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობები 1977 წლის 14 ნოემბერს დაიწყო.[6] სამხრეთ კორეის საელჩო კოლომბოში მდებარეობს, ხოლო შრი-ლანკის ― სეულში.
სამხრეთ კორეასა და ტაილანდს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1958 წლის ოქტომბერში დამყარდა.[7] კორეის ომის დროს ტაილანდი მეორე სახელმწიფო იყო (აშშ-ის შემდეგ), რომელმაც სამხრეთ კორეის მხარდასაჭერად ჯარები გაგზავნა. 2003 წლის ოქტომბერში სამხრეთ კორეის პრეზიდენტი როჰ მო-ჰიუნი ტაილანდს ეწვია, ხოლო პრემიერ-მინისტრი თჰაქსინ შინავატრა სეულში 2005 წლის ნოემბერში ჩავიდა. სამხრეთი კორეა ტაილანდისთვის მე-10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.
ვიეტნამსა და სამხრეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 22 დეკემბერს დაიწყო.[8] ვიეტნამის საელჩო სეულში მდებარეობს, ხოლო სამხრეთ კორეის ― ჰანოიში.
აღმოსავლეთ ტიმორსა და სამხრეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2002 წლის 20 მაისს დაიწყო. აღმოსავლეთ ტიმორის საელჩო სეულში მდებარეობს, ხოლო სამხრეთ კორეის საელჩო დილიში.
კვიპროსსა და სამხრეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 28 დეკემბერს დამყარდა. კვიპროსი სამხრეთ კორეაში აკრედიტებულია კანბერაში მდებარე არარეზიდენტი ელჩის ოფისით, ხოლო სამხრეთ კორეას არარეზიდენტი ელჩი ათენში ჰყავს, საპატიო საკონსულო კი - ნიქოზიაში.
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან სამხრეთი კორეა პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც უზბეკეთის დამოუკიდებლობა აღიარა 1991 წლის დეკემბერში. ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის იანვარში დამყარდა და მყარად იზრდება. ორ ქვეყანას შორის თანამშრომობა იზრდება პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო სფეროებში.[9]
ისრაელსა და სამხრეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1962 წლის 10 აპრილს დაარსდა. ისრაელის საელჩო სეულში 1968 წლის აპრილში გაიხსნა, თუმცა ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით 1978 წელს დაიხურა. საელჩო ხელახლა გაიხსნა 1992 წლის იანვარში, ხოლო სამხრეთ კორეის საელჩო თელ-ავივში 1993 წლის დეკემბერში გაიხსნა.
სამხრეთ კორეასა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ყაზახეთის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე, 1992 წლის 28 იანვარს დამყარდა.[10] ქვეყნებს შორის ურთიერთობებს ამყარებს ყაზახეთში მცხოვრები 100 000-ზე მეტი სამხრეთკორეელის დიასპორაც, რომლებსაც კორიო-სარამის ეთნიკურ ჯგუფს მიაკუთვნებენ.[11]
სამხრეთ კორეის საელჩო ასტანაში მდებარეობს, ხოლო სამხრეთ კორეის საელჩო სეულშია განლაგებული. 2013 წელს სახელმწიფოებს შორის ვაჭრობის მოცულობა 1.323 მილიარდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა.
ქუვეითსა და სამხრეთ კორეას შორის ოფიციალური ურთიერთობები 1979 წლის ივნისში დაიწყო. 2015 წლის 2 მარტს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას სავიზო მოთხოვნილებების გამარტივებასთან დაკვშირებით იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც დიპლომატიურ, ოფიციალურ და სპეციალურ პასპორტებს ფლობენ.[12]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.