From Wikipedia, the free encyclopedia
სარო — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში, ხიზაბავრის თემში.[1][2] მდებარეობს მდინარე მტკვრის ხეობაში, ზღვის დონიდან 1480 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 17 კილომეტრით. სოფლის მიდამოებში მოიპოვება ბაზალტი და ანდეზიტი.
სოფელი | |
---|---|
სარო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
თემი | ხიზაბავრა |
კოორდინატები | 41°30′18″ ჩ. გ. 43°16′50″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1480 მ |
ოფიციალური ენა | ქართული |
მოსახლეობა | 162[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,4 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 162 კაცი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 237[3] |
2014 | 162 |
ჯავახეთში, ისევე, როგორც მთელ სამხრეთ ამიერკავკასიაში, მაშინდელი დასახლების (ძვ.წ. II ათასწლეული მაინც, თუ უფრო ადრე არა) გავრცელებული ტიპი უნდა ყოფილიყო გამაგრებული სამოსახლოები. დ. ბერძენიშვილი აბულისა და შაორის უძველეს დასახლებასთან ერთად საროს სამოსახლოსაც ამგვარ გამაგრებულ პუნქტად მიიჩნევს.
სოფელ საროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა თვალნათელს ხდის იმ ფაქტს, რომ სოფელი და მისი შემოგარენი ადრეული ხანიდანვე აქტიურად უნდა ყოფილიყო ჩართული იმ კულტურულ-ეკონომიკურ ურთიერთობებში, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამცხე-ჯავახეთში ჯერ კიდევ ძვ.წ. II ათასწლეულის შუა ხანებიდან მოყოლებული ელინისტური და ფეოდალური პერიოდის ჩათვლით.
ადრეული ხანიდანვე სოფელი სარო და მისი შემოგარენი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცენტრს რომ წარმოადგენდა, სხვა მონაცემებთან ერთად, ამაზე მეტყველებს მის ტერიტორიაზე შემორჩენილი თავისი განლაგებით მეტად ორიგინალურ ციხესიმაგრეთა კომპლექსი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ კომპლექსში შემავალი თითოეული ციხესიმაგრე რთულ, დამოუკიდებელ გამაგრებულ ობიექტს წარმოადგენდა.
მკვლევართა ნაწილი საროს ციხეებს ერთ სიმაგრედ მიიჩნევს. მათი აზრით საროს ციხე სამი ნაწილისგან შედგება:
თავისი განლაგებითა და კონსტრუქციით თითოეული ეს ციხესიმაგრე დამოუკიდებელ კომპლექსად შეიძლება ჩაითვალოს.
სოფელ საროს შემოგარენში არსებული ისტორიული მნიშვნელობის ძეგლები (სამარხ-სამაროვნები, ციხესიმაგრეები, უძველეს საცხოვრებელთა ნაშთები, საკულტო სალოცავები და ა.შ.) დასტურია იმისა, რომ ბრინჯაოს ხანის საწყის პერიოდში (ძვ.წ. XV-XIV სს) და ელინისტურ ხანაში (ძვ.წ. IV-III სს) ისტორიულ ჯავახეთში, კერძოდ, ჯავახეთის ზეგანის ქვედა პლატოზე (სარო-ხიზაბავრის მიდამოები) ინტენსიური ცხოვრება ყოფილა. შეიძლება ვთქვათ, რომ აქ ცხოვრება არ ჩამქრალა სულ ცოტა ძვ.წ. III ათასწლეულიდან დღემდე.
საროს სამივე ციხისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიძლება გვქონდეს ელინისტური და კიდევ უფრო ადრეული ხანის დიდი ქალაქური დასახლება, მსგავსად ოკამის გორისა, რომლის ფუნქციონირების პერიოდი სავარაუდოა, რომ არ შეწყვეტილა ფეოდალურ ხანაშიც.
ივ. როსტომაშვილის 1901 წელს გამოქვეყნებული ინფორმაცია საროს შესახებ:
„სოფელი სარო ძევს ჯავახეთში. ახალქალაქის მაზრაში, 25–3– ვერსზე ახალქალაქიდამ ჩრდილო–დასავლეთისაკენ მისგან. ჯავახეთის ვაკე–გორს განაპირზედ. საიდამაც ვითარცა ხელის გულზედ, იხილეს მშვენიერი სანახები მტკვრის ამწვანებული ხეობისა.
საროს მცხოვრებნი სულ მართლ–მადიდებელნი ქართველები არიან. ჰყავთ მღვდელი, აქვთ სასწავლებელი, სცხოვრობს აქ ერთი კომლი მაჰმადიანიც, ტომით ქართველი და ორბელიანია. საროში აღსანიშნავია რამდენიმე ნაშთი, სახელდობრ – სამი ციხე ვაკეგორის განაპირზე, საშინელს ნაპრალს და ღრმა ხევის პირად. აი ზედ ამ ნაპრალის პირად აგებულია საუკუნიანის ლოდებით სამივე ციხე შორი–ახლო ერთი–ერთმანეთისაგან [...]. პირველი ციხე წარმოადგენს გურგვალს, კოშკისებურ შენობას, რომლის შიგნით მთლად ჩაკირულია დუღაბით, ზემო ნაწილი ციხისა მონგრეულია და ქვები მისი ყრია აქვე ახლო. აქვეა ერთი მოზრდილი ქვა, რომელზეც დაცულია ასო–მთავრული წარწერა. მასში ჩვენ ამოვიკითხეთ შემდეგი სიტყვები: „ქრისტე, ადიდე თამარი, დაუძლეველი მეფეთ–მეფე“. დანარჩენი აზრი კი სისრულით ვერ გავიგეთ, თუმცა ადვილად იკითხვის აგრეთვე სიტყვები: „გამრეკელსა“, „ესე“, „ციხე“ და სხვა, მაგრამ წარწერის სრული აზრი კი ვეღარ აღვადგინეთ. [...].“ |
ეს წარწერა წაიკითხა ჯერ ექვთიმე თაყაიშვილმა, შემდეგ ნახა ნიკო ბერძენიშვილმა და იგი ვ. ცისკარიშვილის „ჯავახეთის ეპიგრაფიკაშია“ შესული. ეს არის არა თამარ მეფის, არამედ დემეტრე II-ის წარწერა:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.