From Wikipedia, the free encyclopedia
16 სექტემბერი - 10 ოქტომბერი 1962 ვარნა, ბულგარეთი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|საჭადრაკო ოლიმპიადა 1962}} |
1960 წლის ფიდეს ლეიფციგის კონფერენციამ გადაწყვიტა მომდევნო ოლიმპიადა ბულგარეთში ჩაეტარებინა. საქვეყნოდ ცნობილი კურორტი საგანგებოდ მოემზადა ოლიმპიადისათვის. სპეციალურად აშენდა სასახლე, რომელსაც არქიტექტორებმა ,,კაისას ტაძარი’’ უწოდეს. სწორედ აქ მიმდინარეობდა ოლიმპიური საჭადრაკო ბატალიები. ტურნირზე ფიდეს გადაწყვეტილებით შემოღებული იქნა საყაიმო ცენზი, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ მოჭადრაკეებს 30 სვლამდე მთავარი არბიტრის გარეშე ყაიმზე შეთნხმების უფლება არ ჰქონდათ. აქვე ვიტყვით, რომ ამან ყაიმების რიცხვი ვერ შეამცირა და მომავალ ოლიმპიდაზე ეს წესი გაუქმებულ იქნა.
ქვეჯგუფებში მოულოდნელი არაფერი მომხდარა. ფავორიტებმა ყველგან იოლად გაიკაფეს გზა ფინალისაკენ, მხოლოდ მესამე ჯგუფში გამძფრდა ბრძოლა მეორე-მესამე ადგილებისათვის (პირველზე უკონკურენციოდ გავიდა იუგოსლავია). საბოლოოდ ნიდერლანდებისა და ჩეხოსლოვაკიის გუნდებმა მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით აჯობეს პოლონეთს.
ფინალი საბჭოთა გუნდმა ოდნავ შენელებული ტემპით დაიწყო და ოთხი ტურის შემდეგ იუგოსლავიის და დასავლეთ გერმანიის გუნდებთნ ერთად 10 ქულით ლიდერობდა. მეხუთე ტურიდან დაწყებული კი საბჭოელებმა თანდათანობით დაიწყეს სხვაობის გაზრდა. მთავარი ბრძოლა მეორე ადგილისათვის წარიმართა. ბოლო ტურში ერთმანეთს ამ ადგილის მთავარი პრედენდენტები, იუგოსლავია და აშშ ხვდებოდნენ ერთმანეთს. იუგოსლავიელებს 25 ქულა ჰქონდათ, ამერიკელებს - 24. დაძაბული მატჩი ევროპელებმა 3-1 მოიგეს (გლიგორიჩმა მოუგო ფიშერს) და მეორე ადგილიც დაიბევეს. ამ შედეგით კარგად ისარგებლეს არგენტინელებმა, რომლებმაც ასევე 3-1 მოუგეს ნიდერლანდელებს და მესამე ადგილზე მოკალათდნენ. არგენტინელთა შორის ტონს იძლეოდნენ მიგელ ნაიდორფი და რაულ სანგინეტი. კარგად თამაშობდა ოსკარ პანოც. როგორც შემდგომში გაირკვა ეს არგენტინელთა ბოლო წარმატება იყო ოლიმპიადებზე (შემდგომში ისინი მხოლოდ ორჯერ მოხვდნენ ხუთეულში). სამხრეთამერიკელთა ეს სახელოვანი თაობა ნელ-ნელა ჩამოშორდა ჭადრაკს, მათი შემცვლელი კი ფეხბურთის ქვეყანაში აღარ აღმოჩნდა.
მონაწილეობდა 37 ქვეყნის 38 ნაკრები გუნდი (მეორე ეტპიდან მესამე ფინალურ ჯგუფში დაემატა ბულგარეთის მეორე გუნდი). ტურნირი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გუნდები ოთხ ქვეჯგუფში არკვევდნენ ფინალისტთა ვინაობას. ქვეჯგუფებში პირველ-მესამე ადგილებზე გასული გუნდები თამაშობდნენ მთავარ ფინალში (I-IX ადგილები). დანარჩენები B და C ფინალურ ტურნირებში იბრძოდნენ XIII-XIV და XXVI-XXVII ადგილებისათვის. ორივე ეტაპზე ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.
პირველი ეტაპი
მეორე ეტაპი
25. ნორვეგია - 32,5 ბულგარეთი-2 - 29,5 26. ალბანეთი - 28,5 27. ტუნისი - 28,5 28. ინდოეთი - 26,5 29. ირანი - 25 30. საფრანგეთი - 23,5 31. პუერტო-რიკო - 22,5 32. ურუგვაი - 22 33. საბერძნეთი - 18,5 34. ლუქსემბურგი - 18 35. თურქეთი - 17 36. ირლანდია - 14,5 37. კვიპროსი - 1,5
13. ესპანეთი - 26,5 14. ინგლისი - 26,5 15. ისრაელი - 25 16. კუბა - 22,5 17. შვედეთი - 22,5 18. პოლონეთი - 22,5 19. ბელგია - 22 20. ფინეთი - 20,5 21. მონღოლეთი - 20 22. შვეიცარია - 20 23. ისლანდია - 19 24. დანია - 17
I-XII ადგილები
მიხეილ ბოტვინიკი 8 (+5=6-1), ტიგრან პეტროსიანი 10 (+8=4-0), ბორის სპასკი 11 (+8=6-0), პაულ კერესი 9,5 (+6=7-0), ეფიმ გელერი 10,5 (+10=1-1), მიხეილ ტალი 10 (+7=6-0)
სვეტოზარ გლიგორიჩი 12 (+8=8-1), პეტარ ტრიფუნოვიჩი 9 (+4=10-1), ალექსანდრ მატანოვიჩი 8,5 (+5=7-3), ბორისლავ ივკოვი 13,5 (+11=5-0), ბრუნო პარმა 5,5 (+3=5-0), დრაგოლუბ მინიჩი 7 (+5=4-0).
მიგელ ნაიდორფი 12,5 (+9=7-1), ხულიო ბოლბოჩანი 10 (+5=10-2), ოსკარ პანო 9,5 (+7=5-2), პაულ სანგინეტი 13,5 (+12=3-1), ჰექტორ დეკიუ როსეტო 5 (+4=2-4), ალბერტო ფოგელმანი 5 (+4=2-0)
მეორე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ტიგრან პეტროსიანი | სსრკ | 10 | 12 | 83,3 |
პალ ბენკო | აშშ | 8 | 12 | 66,7 |
ხესუს დიას დელ კორალი | ესპანეთი | 10,5 | 16 | 66,7 |
მესამე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ბორის სპასკი | სსრკ | 11 | 14 | 78,6 |
იშტვან ბილეკი | უნგრეთი | 10 | 14 | 71,6 |
ვლასტიმილ ჰორტი | ჩეხოსლოვაკია | 12 | 17 | 70,6 |
მეოთხე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ბორისლავ ივკოვი | იუგოსლავია | 12,5 | 16 | 84,4 |
ეაულ სანგინეტი | არგენტინა | 13,5 | 16 | 84,4 |
პაულ კერესი | სსრკ | 9,5 | 13 | 73,1 |
მეორე სათადარიგო დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
მიხეილ ტალი | სსრკ | 10 | 13 | 76,9 |
ბიორნ ბრინსკ-კლაუსენი | დანია | 9 | 13 | 75,0 |
რობერტ გრეჰემ ვეიდი | ინგლისი | 6 | 12 | 50,0 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.