სეზენ აქსუ
From Wikipedia, the free encyclopedia
სეზენ აქსუ (თურქ. Sezen Aksu, დაბადების სახელი: ფატმა სეზენ ილდირიმი; დ. 13 ივლისი, 1954) — თურქი პოპ-მუსიკის ჟანრის მომღერალი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერი, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 40 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა.[1] ის ხშირად მოიხსენიება როგორც „თურქული პოპის დედოფალი“[2][3] და Minik Serçe (მინიკ სერჩე, „პატარა ბეღურა“).
სეზენ აქსუ | |
---|---|
თურქ. Sezen Aksu | |
![]() | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ფატმა სეზენ ილდირიმი |
დაბ. თარიღი | 13 ივლისი, 1954 (1954-07-13) (69 წლის) |
დაბ. ადგილი | სარაიქიოი, დენიზლი, თურქეთი |
ჟანრ(ებ)ი | პოპი |
საქმიანობა | მომღერალი |
აქტიური | 1974–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Hop; Kent; Kervan; Sembol; Fono; Coşkun; Foneks; Karma; Raks; PolyGram; Post; DMC; Seyhan |
ხელმოწერა |
![]() |
საიტი | sezenaksu.com.tr |
სეზენ აქსუ ვიკისაწყობში |
აქსუს გავლენა თურქულ საესტრადო და მსოფლიო მუსიკაზე მისი დებიუტიდან, 1975 წლიდან დაიწყო და კიდევ უფრო გამყარდა სეზენის ცნობილ მომღერლებთან თანამშრომლობით. ის თანამშრომლობდა ისეთ მომღერლებთან, როგორებიცაა: სერთაბ ერენერი, შებნემ ფერაჰი, აშქინ ნურ იენგი, ჰანდე იენერი, ილდიზ თილბე, იშინ ქარაჯა, სედენ გიურელი, ლევენთ იუქსელი და ჰარუნ ქოლჩაქი.[4][5] სეზენი ცნობილია როგორც წარმატებული კომპოზიტორი.თარქანთან თანამშრომლობისას მან შექმნა ისეთი ჰიტები, როგორებიცაა „Şımarık“ და „Şıkıdım“, ხოლო მისმა გორან ბრეგოვიჩთან კოლაბორაციამ მომღერალს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. 2010 წელს ამერიკის ეროვნულმა საჯარო რადიომ (NPR) აქსუ მსოფლიოს „50 უდიდეს ხმას“ შორის დაასახელა.[6]