სომხეთის მდინარეები
From Wikipedia, the free encyclopedia
სომხეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 9480 მცირე და დიდი მდინარე არსებობს, რომელთა საერთო სიგრძე 23000 კილომეტრია, ხოლო 379 მათგანის სიგრძე 10 კილომეტრს აჭარბებს. სომხეთში მიწისქვეშა წყლებით მოსაზრდოვე მდინარეებს განეკუთვნებიან: მეწამორი, შაქი, ლიჩქი, ზედაპირული — დებედა, აღსთაფა, ახუმი, მეღრი, ვოღჯი.
სომხეთის მდინარეები სამხრეთ კავკასიის ორი უდიდესი მდინარის არაქსისა და მტკვრის შენაკადებია. სომხეთის უდიდესი მდინარეა — არაქსი, რომელიც სომხეთ-ირანისა და სომხეთ-თურქეთის საზღვარზე გაედინება. მისი მთავარი შენაკადებია — ახურიანი, ქასაღი, რაზდანი, აზატი, არფა, ვოროტანი და ვოღჯი. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე შედარებით დიდი მდინარეებია — დებედა და აღსთაფა, შედარებით მცირე — ძორაგეტი და ფამბაკი[1].