სპორტი საქართველოში
From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობებია: ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, ჭიდაობა, ძიუდო და ძალოსნობა. ისტორიულად საქართველო ცნობილია თავისი სპორტული კულტურით, ჯერ კიდევ იბერია ცნობილი იყო თავისი ფიზიკური აღზრდის მეთოდებით.[1]
საქართველოში ძველი დროიდან იყო პოპულარული სხვადასხვა ფიზიკური ვარჯიშობები და თამაშები: მშვილდოსნობა, ფარიკაობა, ცხენოსნობა, შუბის ტყორცნა, ნადირობა, ჩოგანბურთი, ლელობურთი, ჭიდაობა და სხვა. ვეფხისტყაოსანში აღწერილია შუა საუკუნეების ქართული რაინდული ფენის ფიზიკური წრთობის საშუალებები, ე.წ. ქართული ორჭიდი, მუშაითობა, მშვილდოსნობა, ცხენოსნობა. გლეხობაში გავრცელებული იყო ლელობურთი, ჭიდაობა და სხვა მოძრავი ხალხური თამაშები. XIX საუკუნიდან საქართველოში გავრცელდა კლასიკური სპორტული სახეობები: ტანვარჯიში, ძალოსნობა, ციგურაობა, ველოსპორტი, ჩოგბურთი, ფეხბურთი და სხვ.
საქართველოს სსრ-ში სპორტის განვითარება ხდებოდა ცენტრალიზებულად. 1923 წელს შეიქმნა ფიზკულტურულ-სპორტული საზოგადოება დინამო. 1934 წლიდან გაიხსნა ბავშვთა სპორტული სკოლები. 1938 წელს ჩამოყალიბდა ფიზკულტურის ინსტიტუტი