ფიზიზკ From Wikipedia, the free encyclopedia
სუბრაჰმანიან ჩანდრასეკარი (დ. 19 ოქტომბერი, 1910, ლაჰორი — გ. 21 აგვისტო, 1995, ჩიკაგო) — ამერიკელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი. 1930 წელს დაამთავრა მადრასის უნივერსიტეტი. 1933 წელს მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი კემბრიჯის უნივერსიტეტში. მუშაობდა ამავე უნივერსიტეტში. 1936 წელს გადავიდა ამერიკის შეერთებული შტატებში (1953 წელს მიიღო აშშ-ის მოქალაქეობა), 1937 წლიდან მუშაობდა იერკიზის ობსერვატორიაში. ლექციებს კითხულობდა ჩიკაგოს უნივერსიტეტში (1942 წლიდან პროფესორი). ჩანდრასეკარის ძირითადი შრომები ეძღვნება ვარსკვლავთა აგებულებასა და სტოქასტიკური პროცესების (შემთხვევითი პროცესების) თეორიას. ააგო თეთრი ჯუჯების თეორია, იწინასწარმეტყველა ამ ვარსკვლავთა ზღვრული მასის არსებობა და მოგვცა მასისა და რადიუსის უნივერსალური თანაფარდობა. გამოიკვლია ვარსკვლავთა სისტემების დინამიკის, ვარსკვლავთა ატმოსფეროებში სხივური ენერგიის გადატანისა და ჰიდროდინამიკური და ჰიდრომაგნიტური მდგრადობის (ფარდობითობის ზოგადი თეორიის ფარგლებში) პრობლემები. ლონდონის სამეფო საზოგადოების (1944), ამერიკის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიისა და აშშ-ის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში (1983).
სუბრაჰმანიან ჩანდრასეკარი | |
---|---|
ტამილ. சுப்பிரமணியன் சந்திரசேகர் | |
დაბ. თარიღი | 19 ოქტომბერი, 1910 |
დაბ. ადგილი | ლაჰორი, პენჯაბი, ბრიტანეთის ინდოეთი |
გარდ. თარიღი | 21 აგვისტო, 1995 (84 წლის) |
გარდ. ადგილი | ჩიკაგო, ილინოისი, აშშ |
დასაფლავებულია | Wheeling Township Arlington Heights Cemetery[1] |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ასტრონომი, ასტროფიზიკოსი, სამეცნიერო მუშაკი და უნივერსიტეტის პროფესორი[2] |
მუშაობის ადგილი | ჩიკაგოს უნივერსიტეტი[3] , ტრინიტის კოლეჯი[4] და იერკის ობსერვატორია[3] |
ალმა-მატერი | მადრასის უნივერსიტეტი, კემბრიჯის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი |
მეუღლე | Lalitha Doraiswamy[5] |
მამა | CS Ayyar[6] |
ნათესავ(ებ)ი | ჩანდრასეკარა ვენკატა რამანი[7] |
ჯილდოები | ნობელის პრემია ფიზიკაში (1983) |
ხელმოწერა | |
სამეცნიერო სფერო | ასტროფიზიკა |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.