ბრიტანეთის ინდოეთი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ბრიტანეთის ინდოეთი — 1858-1947 წლებში ინდოეთის სუბკონტინენტზე არსებული ბრიტანული მმართველობა.[1] ეს ტერმინი ასევე მიესადაგება დომინიონის პერიოდსაც.[1][2] ბრიტანეთის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიას ზოგადად ინდოეთი ეწოდებოდა (დღეისთვის, „ბრიტანეთის ინდოეთი“). 1876 წლის შემდეგ სახელმწიფო მოწყობას ოფიციალურად ეწოდებოდა „ინდოეთის იმპერია“ და საბუთებსაც ამ დასახელებით უშვებდა. როგორც ინდოეთი ის იყო ერთა ლიგის დამაარსებელი წევრი და მონაწილეობდა 1900, 1920, 1928, 1932 და 1936 წლების ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში.
Remove ads
გეოგრაფია
ბრიტანეთის ინდოეთი მოიცავდა მთლინად ინდოეთის ნახევარკუნძულს — დღევანდელი ინდოეთის ყველა რეგიონს, პაკისტანს, ბანგლადეშს, ნეპალსა და ბჰუტანს. მის შემადგენლობაში სხვადასხვა დროს ასევე შედიოდა: ადენის კოლონია (1858-1937 წლებში), ქვემო ბირმა (1858-1937 წლებში), ზემო ბირმა (1886-1937 წლებში), ბრიტანეთის სომალი (1884-1898 წლებში) და სინგაპური (1858-1867 წლებში).
დაყოფის გეგმა: 1947
- ინდუსების პროცენტული რაოდენობა ოლქების მიხედვით, 1909 წელს.
- მუსლიმების პროცენტული რაოდენობა ოლქების მიხედვით, 1909 წელს.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან დაახლოებით ერთი წლის თავზე ბრიტანეთის ლეიბორისტულმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ინდოეთში ბრიტანული მმართველობა დაესრულებინა. ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო შიდა ეკონომიკური პრობლემების, საერთაშორისო ზეწოლისა და ინდოეთში არსებული მზარდი უკმაყოფილების გამო.
დამოუკიდებლობამ პენჯაბისა და ბენგალის პროვინციებში ინდუსებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირება გაამძაფრა, რომელსაც მანამდე იქ არსებული ბრიტანული ჯარი აკავებდა. 1947 წლის 14 აგვისტოს პაკისტანის დომინიონმა თავისი პირველი პრეზიდენტი აირჩია კარაჩიში, მომდევნო დღეს 15 აგვისტოს ასევე ინდოეთმაც ნიუ-დელიში მოახდინა პირველი პრეზიდენტის ოფიციალური ინაგურაცია. ამ გაყოფამ გამოიწვია დაახლოებით 250 000 - 500 000 ადამიანის იძულებითი გადასახლება.
Remove ads
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- Keith, Arthur Berriedale (1912). Responsible government in the dominions. The Clarendon press., major primary sources in 1670pp
- Indian Year-book for 1862: A review of social, intellectual, and religious progress in India and Ceylon (1863), ed. by John Murdoch online edition 250pp; 1861 edition
- The Year-book of the Imperial Institute of the United Kingdom, the colonies and India: a statistical record of the resources and trade of the colonial and Indian possessions of the British Empire (2nd. ed. 1893) 880pp; India = pp 375–462 online edition
- The Imperial Gazetteer of India (26 vol, 1908-31), highly detailed description of all of India in 1901. online edition
- Statistical abstract relating to British India, from 1895-96 to 1904-05 (London, 1906) full text online, 278pp
- The Cyclopedia of India: biographical, historical, administrative, commercial (1908) complete text online, business history, biographies, illustrations
- The Indian year book: 1914 (1914) snippets
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads